Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15235

რა მიზანი ექნება საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულ ცენტრს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდანაც დაფინანსდება

$
0
0

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებული კიდევ ერთი უწყება, რომლის შექმნის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის დებულება, რომელიც 6 თებერვალს, განათლების მინისტრის სახელით გამოქვეყნდა, ცენტრის მიზანს ასე განსაზღვრავს: ცენტრის მიზანია სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობით და მაღალი ხარისხის ფართომასშტაბიანი შეფასებებით დაეხმაროს განათლების სფეროში გადაწყვეტილების მიმღებ და გამტარებელ ინსტიტუციებს განათლების ხარისხისა და თანასწორობის ზრდაზე ორიენტირებული ქმედითი ღონისძიებების დანერგვაში, ადამიანური კაპიტალის ფორმირებისა და განვითარების მდგრადი პირობების შექმნაში; ცენტრის განსაკუთრებული მისიაა, ხელი შეუწყოს ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას განათლების ყველა საფეხურზე.

რა უნდა გააკეთოს ცენტრმა თავისი მიზნების მისაღწევად:

ა) ცენტრი ხელს უწყობს სამეცნიერო და გამოყენებით კვლევების წარმართვას განათლების სისტემის ყველა საფეხურზე;

ბ) ატარებს ფართომასშტაბიან ეროვნულ და საერთაშორისო შეფასებებს, არსებული ვითარების მიუკერძოებელი შეფასებითა და რეალური სურათის შექმნით ეხმარება გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს, ამზადებს რეკომენდაციებს სწავლა-სწავლების სრულყოფის მხარდასაჭერად;

გ) კვლევების, შეფასების სფეროში ინოვაციური ტექნოლოგიების/პროდუქტების განვითარებითა და გავრცელებით, მხარს უჭერს განათლების სფეროში მოქმედ დაწესებულებებს ხარისხის ზრდაზე ორიენტირებული ქმედითი ღონისძიებების დანერგვაში;

დ) განათლების სხვადასხვა საფეხურზე მიმდინარე რეფორმებისა თუ პროექტების შეფასებით, შესაბამისი უკუკავშირითა და რეკომენდაციებით მხარს უჭერს მათ ეფექტიან განხორციელებას;

ე) ამყარებს ურთიერთობებს საერთაშორისო საგანმანათლებლო და კვლევით ცენტრებთან, დონორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესასწავლად და თანამედროვე და ინოვაციური მიდგომებისა და ტექნოლოგიების დასანერგად;

ვ) მონაწილეობს და/ან აწყობს საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებს, ატარებს ფორუმებსა და სემინარებს კვლევის შედეგებისა და განათლების ხარისხის გაუმჯობესების გზების განსახილველად, განათლების სფეროში არსებული გამოცდილების გასაზიარებლად, სხვადასხვა აქტივობების განხორციელებით უზრუნველყოფს ცოდნის დაგროვებას და გაზიარებას;

ზ) გამოსცემს სამეცნიერო ჟურნალს, ქმნის ელექტრონულ საგანმანათლებლო/კვლევით რესურსებს;

თ) უზრუნველყოფს განათლების სფეროში განსახორციელებელი კვლევების მოკლე და გრძელვადიანი გეგმების განხილვასა და შეთანხმებას სამინისტროსთან;

ი) დაკვეთის შემთხვევაში შეიმუშავებს სათანადო კვლევით პროექტს, განსაზღვრავს ამ კვლევების ჩატარების მეთოდოლოგიას ან/და ახორციელებს მათი შესრულების მონიტორინგს;

კ) აწარმოებს ცენტრის მიერ განხორციელებული კვლევებისა და შეფასებების რეესტრს;

ლ) თავისი მიზნების მისაღწევად დებს ხელშეკრულებებს საქართველოს და უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, აგრეთვე სხვა ორგანიზაციებთან;

მ) თავისი მიზნების მისაღწევად და ფუნქციების განსახორციელებლად, თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან;

ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პირობების დაცვით ფლობს საკუთარი პროდუქციის რეალიზაციითა და მისი მატერიალურ-ტექნიკური ან/და ინტელექტუალური რესურსების გამოყენებით შემოსავლების მიღებისა და თავისი მიზნების მისაღწევად ამ შემოსავლების გამოყენების უფლებას;

ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

ვინ შეიძლება იყოს ცენტრისთვის დამკვეთი და რა საწყისი ბიუჯეტი ან რესურსია მისი შექმნისთვის საჭირო, დებულებაში ჩანაწერი არ გვხვდება, თუმცა განგვიმარტავენ, რომ ცენტრის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს: საწევროები და შენატანები; სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; დონორი ორგანიზაციებისგან მიზნობრივი გრანტის სახით მიღებული სახსრები; საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

დგას თუ არა ასეთი უწყების არსებობის აუცილებლობა დღეს სისტემაში და რამდენად შესაძლებელი იქნება დებულებით დასახული მიზნის მიღწევა, ამის შესახებ მოსაზრებებს EDU.ARIS.GE განათლების სპეციალისტებისგან მოისმენს და მათ პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის დირექტორის უფლებამოვალეობებისა და სხვა დეტალების შესახებ იხილეთ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება.

ასევე იხილეთ:

„ეს ადამიანები ერთხელ უკვე შეამოწმეთ, „ეკლიანი გზა“ გავლილი აქვთ და მენტორის წოდება ულაპარაკოდ ეკუთვნით“

The post რა მიზანი ექნება საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულ ცენტრს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდანაც დაფინანსდება first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15235

Latest Images

Trending Articles


გასეირნება ყარაბაღში 2 - კონფლიქტის ზონა / A Trip to Karabakh 2 - ქართულად


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


სოკოს ყაურმა


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


მასწავლებელის კომპეტენციის დადასტურებისთვის გამოყენებული ტესტები – გამოცდები...


მსოფლიოს 10 საუკეთესო პლაჟი 2018 წელს


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


ჯოჯოხეთიდან / From Hell - ქართულად დუბლირებული - qartulad


ქართველთ კათოლიკეთ არქიმანდრიტი პავლე შაჰყულიანი (ჭილიმუზაშვილი) : 1769-1855 წ.


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ნამცხვარი ”დათუნია”


გოგონა მარგალიტის საყურით / Girl With a Pearl Earring - ქართულად


როგორ ავხსნათ ნანახი სიზმარი თვის რიცხვების მიხედვით


Love Sonia / სიყვარულით სონია (ქართულად)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>