საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ, 7 თებერვალს გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, შეხვედრაზე სამინისტროს მიერ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით 2023 წელს განსახორციელებელი გეგმები განიხილეს.
ყურადღება დაეთმო „საქართველოს განვითარების სტრატეგია – ხედვა 2030“-ის იმპლემენტაციის დინამიკას.
„ყურადღება გამახვილდა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ უმაღლეს სასწავლებლებში დაგეგმილ სასწავლო რეფორმაზე, რომლის ფარგლებში იგეგმება „სახელოვნებო განათლების შესახებ“ კანონის მიღება და სახელოვნებო განათლების რეფორმის პროექტის შემუშავება-დამტკიცება. გარდა უმაღლესი სასწავლებლებისა, რეფორმის შედეგად ასევე მოსალოდნელია სახელოვნებო სასწავლებლების პედაგოგთა სტატუსის განსაზღვრა და გათანაბრება ზოგადი სკოლის მასწავლებლის სტატუსთან“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ასევე იხილეთ:
დეპუტატი: მინდა ირაკლი ღარიბაშვილს მივმართო – ამ მასწავლებლებს საერთოდ არ აქვთ ხელფასი 125 ლარი
The post სახელოვნებო სასწავლებლების პედაგოგთა სტატუსი სკოლის მასწავლებლის სტატუსთან გათანაბრდება first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.



