Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

ილიაუნის მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებს პროექტისთვის THE MOON CAMP CHALLENGE 2023

$
0
0

26 თებერვლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი ფაბლაბთან ერთად მოსწავლეებისთვის იწყებს მოსამზადებელ კურსს პროექტისთვის The Moon Camp Challenge 2023. კურსზე შესაძლებლობა გექნებათ, სრულად დაეუფლოთ პროგრამა Fusion 360-სა და 3D მოდელირების ტექნიკას.
მონაწილეებს შემდეგი სფეროების – სამოქალაქო ინჟინერია, არქიტექტურა, ასტრონომია, ეკოლოგია, ბიოლოგია და სხვ. – გამოყენებით მოუწევთ მთვარეზე სიმულაციურ დასახლებათა აწყობა.

საგანმანათლებლო პროექტი The Moon Camp Challenge 2023 ორგანიზებულია Airbus Foundation-ისა და ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) მიერ პროგრამულ კომპანია Autodesk-თან პარტნიორობით.

კონკურსი ყოველ წელს იწვევს მონაწილეებს მთელი მსოფლიოდან 3D მოდელირების გამოყენებით მთვარეზე დასახლების სამომავლო პროექტების შესაქმნელად.
Moon Camp Challenge სირთულის მიხედვით განსხვავებულ სამ სხვადასხვა კატეგორიადაა დაყოფილი. კურსის მონაწილენი, 13-დან 19 წლამდე, მოემზადებიან Moon Camp Pioneers კატეგორიისთვის.

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ

  • შექმნან დიზაინი და დაიწყონ თავიანთი იდეების ობიექტებად გადაქცევა;
  • შეიმუშაონ ნებისმიერი დანიშნულების რთული მოდელები;
  • გაიგონ, როგორ გვეხმარება Fusion 360 პროტოტიპის განვითარების პროცესში;
  • იმუშაონ საკუთარ პროექტებზე და საბოლოო სახით წარადგინონ კონკურსზე.

კურსს გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ მღებრიშვილი, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება კონკურსისთვის საჭირო პროგრამული მოდულების ათვისებაში და მენტორობას გაუწევს საერთაშორისო კონკურსისთვის პროექტების მომზადების პროცესში.
გარდა ამისა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და მოწვეული სტუმრები მონაწილეებისთვის გამართავენ კონკურსთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემატიკის ლექციებს.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

13-დან 19-წლამდე მოსწავლეებს, რომელთაც აქვთ გარკვეული გამოცდილება გრაფიკული დიზაინის მიმართულებით და მეტად განვითარების სურვილი.

პროექტში მონაწილეობისთვის აუცილებელია გამართული კომპიუტერი, რომლითაც შეძლებთ 3D პროგრამაში მუშაობას.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შეავსოთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2023 წლის 24 თებერვლისა.

რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად. გუნდის წევრების მაქსიმალური რაოდენობა – 6

კურსის სააპლიკაციო ფორმა

მონაწილეობა უფასოა.

ტრენინგები გაიმართება 26 თებერვლიდან 15 აპრილამდე, ყოველ შაბათ-კვირას.
საინფორმაციო შეხვედრა კურსის შესახებ გაიმართება 17 თებერვალს, 19:00 საათზე.

საინფორმაციო შეხვედრაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია.

The post ილიაუნის მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებს პროექტისთვის THE MOON CAMP CHALLENGE 2023 first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

Latest Images

Trending Articles


გისოსებს მიღმა... (სრულად)


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


სოკოს კუჭმაჭი


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


ფეხმდზიმობა


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


მარტოსულობის უპირატესობანი / The Perks of Being a Wallflower - ქართულად


ტაქსი / Taxi - ქართული ფილმი


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


Smallville / სმოლვილი (ქართულად)


ბნელი ნაკადი / Dark Feed (2013)


ორნი ქალაქში / Deux hommes dans la ville - ქართულად


ხმალი ქვაში / The Sword in the Stone (1963)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>