Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15228

CIU-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

$
0
0

14 თებერვალს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე: „თანამედროვე საერთაშორისო უსაფრთხოება და მასიური განადგურების იარაღი – ასიმეტრიული სამხედრო გამოწვევები და რეგიონალური უსაფრთხოების დილემა“.

კონფერენციის თანაორგანიზატორები არიან CIU-ს „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეების სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი“ და „მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ცენტრი უკრაინაში (STCU)“.

კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია, უკრაინული მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ცენტრის კოორდინატორი, პროფესორი მარია ესპონა, პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე.

ღონისძიებას მოდერატორობას უწევდა პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი, ვახტანგ მაისაია.
კონფერენციაზე იმსჯელეს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეების, ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიის გეოპოლიტიკისა და ასიმეტრიული ომის სტრატეგიების შესახებ.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში ჩართული იყვნენ საქართველოს, პოლონეთის, ბელგიის, თურქეთის, ყაზახეთისა და არგენტინის წარმომადგენლები, როგორც სფეროს ექსპერტები/პროფესორები, ისე სტუდენტები.

კონფერენციის გაერთიანებული პლენარული სექცია გაიმართა თემაზე: „ჰიბრიდული საფრთხეები 21-ე საუკუნეში გაუვრცელებლობის რეჟიმის დებულებებთან ერთად“, მოგვიანებით კი სამუშაო პროცესი 2 სექციაში გაგრძელდა: „ასიმეტრიული სამხედრო გამოწვევები საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის: WMD-ის გავრცელება, ორმაგი გამოყენების ტექნოლოგია და ბირთვული ტერორიზმი“ (ექსპერტების/პროფესორების სექცია, ხელმძღვანელი – მარია ესპონა, STCU) და „ჰიბრიდული ომი, სტრატეგიული ვაჭრობის კონტროლი და გაუვრცელებლობის პოლიტიკა: უსაფრთხოების დილემა 21-ე საუკუნეში“ (სტუდენტური სექცია, ხელმძღვანელი – ალიკა გუჩუა, CIU-ს „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეების სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის“ დირექტორი).

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 15 თებერვალს გაეროს უშიშროების საბჭოს მოდელირებითა და სიმულაციური თამაშებით დასრულდება.

The post CIU-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15228

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ასეტრინა მარინადში


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


მასწავლებელის კომპეტენციის დადასტურებისთვის გამოყენებული ტესტები – გამოცდები...


ყოფილი პროკურორი გელა მახარაძე ბათუმში კვარტალის გაშენებას გეგმავს


ვეფხვის სახლი / Tiger house / Дом тигра (2015) - რუსულად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


სისუსტე (თავი 3)


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


გასეირნება ყარაბაღში 2 - კონფლიქტის ზონა / A Trip to Karabakh 2 - ქართულად


Siberian Education / ციმბირული აღზრდა - ქართულად დუბლირებული


ფუმფულა ბლინები


Wind River / ქარიანი მდინარე (ქართულად)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>