Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15228

„პროფესიულ სასწავლებლებში 15-17 წლის მოსწავლეების, სტუდენტების კლებაა –რეფორმა პრაქტიკაში შედეგებს არ იძლევა“

$
0
0

მიუხედავად საშუალო საფეხურის ინტეგრირებული პროგრამების ამუშავებისა 2020 წლიდან და მისი ინტენსიფიკაციისა 2021 და 2022 წლებში, მკვეთრი ზრდა სკოლიდან პროფესიულ სასწავლებლებში გადასვლის თვალსაზრისით არ ფიქსირდება. ამის შესახებ ვკითხულობთ „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ მიერ მომზადებულ ბიულეტინში, „სწავლის შეწყვეტის მაჩვენებლები და საგანმანათლებლოპოლიტიკის გავლენა (2013-2022 წლები)“.

როგორც იცით, სკოლის 9 კლასის კურსდამთავრებულები, კოლეჯებში ინტეგრირებულ პროგრამებზე სწავლის დასრულების შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ მიიღებენ პროფესიულ კვალიფიკაციას, სკოლის ატესტატთან გათანაბრებული დიპლომის მფლობელებიც გახდებიან. მსგავსი დოკუმენტის მიღების შემდეგ, პირებს, სურვილის შემთხვევაში, უფლება ექნებათ სწავლა უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელონ, რაც 2021 წლამდე პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულთათვის შეუძლებელი იყო. იანვარში გამოქვეყნებული კვლევის ანგარიშით კი ირკვევა, რომ ბოლო წლების მონაცემებით, პროფესიულ სასწავლებლებში 15-17 წლის მოსწავლეების/სტუდენტების კლება ფიქსირდება.

ანგარიშში ნათქვამია, რომ პროფესიულ სასწავლებლებში მოსწავლეთა ზრდის დინამიკა მხოლოდ 2016-2017 წლებში იყო. აქვე განმარტებულია, პროფსასწავლებლებში მოსწავლეთა/სტუდენტთა კლების სავარაუდო მიზეზიც, რომ „შესაძლებელია, საატესტატო გამოცდების გაუქმებამ პროფესიულ განათლებაში გადამსვლელთა რაოდენობაც შეამცირა“:

„ამ თვალსაზრისით, 2013 წელს, მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. აქაც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 2011 წელს შემოღებული საატესტატო გამოცდების და მის შედეგებზე დაფუძნებით, სკოლების ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის დაყენების პოლიტიკამ განაპირობა სკოლებიდან მოსწავლეთა მაქსიმალური გადინება და პროფესიული სასწავლებლებში მათი გადასვლა. ამ პოლიტიკის შერბილების კვალდაკვალ, პროფესიულ სასწავლებლებში 15-17 წლის სტუდენტთა რაოდენობა მცირდება და მე-10 – მე-12 კლასების მოსწავლეთა რაოდენობა და ხვედრითი წილი იზრდება, მათ შორის იკლებს სწავლის შეწყვეტის მაჩვენებელიც საშუალო სკოლის საფეხურზე“, – აღნიშნულია კვლევის ანგარიშში.

„სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ მიერ მომზადებულ ბიულეტინში პროფესიული განათლების ამ რეფორმის მოკლე ქრონოლოგიაც არის მოყვანილი, რომელიც საინტერესო დასკვნით სრულდება:

„2020 წლიდან ჩამოყალიბდა სტრუქტურული და შინაარსობრივი კავშირები პროფესიულ განათლებასა და განათლების სხვა დონეებს შორის: განხორციელდა პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ინტეგრირების პროცესი. ინტეგრირებული საშუალო პროფესიული განათლების პროგრამები გაფართოვდა 2021 და 2022 წელს. რამდენად გამოწვევს ეს პოლიტიკა პროფესიულ სასწავლებლებში მოსწავლეთა მოზიდვას და ზოგად განათლებაში სწავლის შეწყვეტის მაჩვენებლის ზრდას – ჯერჯერობით გამოკვეთილი არ არის. გარკვეული ზრდა რაოდენობაში ჩანს, თუმცა ხვედრითი წილი მეცხრეკლასელ კურსდამთავრებულთა საერთო არჩევანზე არა. შესაბამისად, თვალსაჩინოა, რომ იდეურად სწორი რეფორმა, პრაქტიკაში თვალსაჩინო შედეგებს ჯერჯერობით არ იძლევა“.

ამავე თემაზე:

„სწავლის შეწყვეტის მაჩვენებელი X-XII კლასებში შემცირებულია, რაც საატესტატო გამოცდების გაუქმებით არის გამოწვეული“

9-კლასდამთავრებულები აქ ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებენ – რამდენი ადგილია წელს ინტეგრირებულ პროგრამებზე

The post „პროფესიულ სასწავლებლებში 15-17 წლის მოსწავლეების, სტუდენტების კლებაა – რეფორმა პრაქტიკაში შედეგებს არ იძლევა“ first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15228

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ასეტრინა მარინადში


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


Blindspot / ბრმა ლაქა (ქართულად)


მასწავლებელის კომპეტენციის დადასტურებისთვის გამოყენებული ტესტები – გამოცდები...


ყოფილი პროკურორი გელა მახარაძე ბათუმში კვარტალის გაშენებას გეგმავს


- მარტო გადაკუზული (რაკამ)


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


ქმედება ოცნების ნაცვლად 2 (სრულად)


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ვეფხვის სახლი / Tiger house / Дом тигра (2015) - რუსულად


გასეირნება ყარაბაღში 2 - კონფლიქტის ზონა / A Trip to Karabakh 2 - ქართულად


ბრინჯის ბლინები ქიშმიშით


Siberian Education / ციმბირული აღზრდა - ქართულად დუბლირებული



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>