ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესი დამტკიცდა.
დადგენილება, რომელსაც ხელს აწერს საქართველსო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დღეს 22 თებერვალს გამოქვეყნდა და უკვე ძალაშია.
დოკუმენტის თანახმად, გაწერილია ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები, ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების სქემა, მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები ბაღებთან მიმართებაში და სხვა არაერთი დეტალი. განსაზღვრულია საბავშვო ბაღებისთვის აუცილებელი ინვენტარი, მოთხოვნები ფიზიკური უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით, კეთილმოწყობის საკითხები და ის გარემოებები, რა შემთხვევაშიც დაწესებულებას ავტორიზაცია შეუჩერდება ან შეუწყდება.
როგორც მთავრობის მეთაურის დადგენილებიდან ვიგებთ, ავტორიზაციის საბჭოს წევრთა უფლებამოსილება ორი წლის ვადით განისაზღვრება. ხოლო საბჭოს წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
The post საბავშვო ბაღების ავტორიზაციის გავლის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესი დამტკიცდა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.




