აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლისთავთან დაკავშირებით, 18 მარტს, 11 საათზე ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი და მათემატიკის დეპარტამენტი მეთერთმეტეკლასელებისა და აბიტურიენტებისათვის ატარებს კონკურსს მათემატიკაში, რომლის მიზანია გამოავლინოს ნიჭიერი ახალგაზრდები და ხელი შეუწყოს მათ შემდგომ წინსვლას.
კონკურსში მონაწილეობა უფასოა, მისი შედეგების მიხედვით გამოვლინდებიან გამარჯვებულები.
პირველ ოცეულში მოხვედრილ კონკურსანტებს გადაეცემათ სერთიფიკატები.
აბიტურიენტები, რომლებიც მიმდინარე წელს ჩაირიცხებიან აწსუ-ს მათემატიკის საბაკალავრო პროგრამაზე, ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკაში გადალახული ექნებათ 30% ბარიერი და აღნიშნული კონკურსის რანჟირებული სიის მიხედვით აღმოჩნდებიან I-III ადგილზე, სწავლების პირველი სემესტრის განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებენ ფულად წახალისებას შესაბამისად 200, 150 და 100 ლარის ოდენობით.
კონკურსში მონაწილეობისათვის მოსწავლეთა რეგისტრაცია იწარმოებს 1 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით ბმულზე
სარეგისტრაციო ბმული გაიხსნება რეგისტრაციის დაწყების დღეს.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით მისამართზე: ქ. ქუთაისი,
თამარ მეფის ქ. № 59, აწსუ-ს მათემატიკის დეპარტამენტი, ტელ: 595556090.
The post აწსუ-ში მეთერთმეტეკლასელებისა და აბიტურიენტებისათვის მათემატიკაში კონკურსი ჩატარდება first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.




