Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15228

საქსტატი: პროფესიულ სასწავლებლებში სტუდენტების მიღების მაჩვენებელი გაზრდილია 25.9%-ით

$
0
0

„პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მაჩვენებლები (2022 წელი)“, – ამ სათაურით გამოქვეყნებულ ანგარიშში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა პროფესიული სასწავლებლების რომელშიც გასული სტატისტიკური მონაცემებია ასახა.

1-ელ მარტს გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2021 წელთან შედარებით, სტუდენტების მიღების მაჩვენებელი 25.9 პროცენტით არის გაზრდილი.

რეგიონების მიხედვით, ჩარიცხული სტუდენტების რიცხოვნობით თბილისი ლიდერობს (36.7%), რომელსაც მოსდევს აჭარა (19.9%), იმერეთი (10.0%), სამერელო-ზემო სვანეთი (9.4%),
კახეთი (6.1%) და ქვემო ქართლი (6.0%).

დოკუმენტის თანახმად, 2022 წლის ბოლოსთვის, საქართველოში 94 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, მათ შორის 42 საჯარო, ხოლო 52 კერძო ამ სასწავლებლებში 2022 წელს  14 103 სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 46.6 პროცენტი ქალია, ხოლო 53.4 პროცენტი – კაცი.

ამასთან, ვკითხულობთ, რომ 2022 წელს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 263 სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 38.8 პროცენტი ქალია, ხოლო 61.2 პროცენტი კაცი. ამ შემთხვევაშიც  ყველაზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა ქ.თბილისში (47.5%), მეორე ადგილზე კი იმერეთია (9.9%).

საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2022 წელს, კურსდამთავრებულთა რიცხოვნობამ 7 605 სტუდენტი შეადგინა. რაც შეეხება პოპულარულ სასწავლო მიმართულებებს, კურსდამთავრებულთა უმეტესობა მოდის ინჟინერიის, წარმოების და მშენებლობის (24.2%), მომსახურებების (20.4%), ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართლის (13.8%), ჯანდაცვის და სოციალური კეთილდღეობის (13.3%) პროგრამებზე.

ასევე იხილეთ:

„პროფესიულ სასწავლებლებში 15-17 წლის მოსწავლეების, სტუდენტების კლებაა – რეფორმა პრაქტიკაში შედეგებს არ იძლევა“

The post საქსტატი: პროფესიულ სასწავლებლებში სტუდენტების მიღების მაჩვენებელი გაზრდილია 25.9%-ით first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15228

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


თირკმელი


ასეტრინა მარინადში


ყოფილი პროკურორი გელა მახარაძე ბათუმში კვარტალის გაშენებას გეგმავს


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


კახა დოლიძე - ერთი შემოდგომის, ერთმა მოგონებამ


Siberian Education / ციმბირული აღზრდა - ქართულად დუბლირებული


ახლო მანძილზე / Close Range - ქართულად დუბლირებული


- მარტო გადაკუზული (რაკამ)


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


I Am Wrath / მე ვარ რისხვა (ქართულად)


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


გამოქვეყნდა სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე გამოყენებული ტესტი


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


გასეირნება ყარაბაღში 2 - კონფლიქტის ზონა / A Trip to Karabakh 2 - ქართულად


ხმალი ქვაში / The Sword in the Stone (1963)


გოგონა მარგალიტის საყურით / Girl With a Pearl Earring - ქართულად



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>