Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

ეს სამუშაო ეტაპები 2023 წლის აბიტურიენტებს უკვე დასრულებული უნდა ჰქონდეთ –ქართულის სპეციალისტი მომავალ სტუდენტებს მიმართავს

$
0
0

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე სულ რაღაც 3 თვეა დარჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ აბიტურიენტებს მოსამზადებლად სულ უფრო ნაკლები დრო რჩებათ.

რადგან აბიტურიენტებისთვის მოსამზადებელი დრო ნელ-ნელა იწურება EDU.ARIS.GE ტრადიციულად, ჩვენი მკითხველი აბიტურიენტების, მათი მასწავლებლებისა თუ რეპეტიტორების დახმარების მიზნით სპეციალისტს ესაუბრა. ჩვენი რესპონდენტი, ქართული ენისა და ლიტერატურის  პედაგოგი და რეპეტიტორი, იამზე მურმანიშვილი გეტყვით, როგორ მიხვდეთ, რამდენად სწორად და ხარისხიანად გამოიყენეთ უკვე გასული მოსამზადებელი პერიოდი, რა ეტაპები უნდა გქონდეთ გავლილი და რა ეტაპზე უნდა იყოთ ახლა იმისთვის, რომ ნებისმიერი საგამოცდო  საგანი წარმატებით დაძლიოთ.

– გაგვიზიარეთ, რა სამუშაო პროცესი გაირეს დღემდე აბიტურიენტებმა და რა ეტაპზე უნდა იყვნენ ახლა?

– ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ამ ეტაპზე ყველა ბიტურიენტმა და რეპეტიტორმა უნდა იცოდეს, რომ  ყველა საგამოცდო თემები, რომლებიც გაიარეს, თუნდაც ფიქრობდნენ, რომ საუკეთესოდ აქვთ გავლილი, მაინც უნდა ჰქონდეთ გადამეორებული. ამასთან, აბიტურიენტი საუკეთესოდ უნდა იცნობდეს შეფესების კრიტერიუმებს. ვფიქრობ, საკმარისი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც საგამოცდო პროგრამები გამოქვეყნდა. აბიტურიენტებს უკვე განვლილი ექნებათ ძირითადი მოსამზადებელი ეტაპი, მზად იქნებიან ტექსტის თითოეული ნაწილის დასაძლევად. ჩემს საგანში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათ უკვე უნდა იცოდნენ, რა ტიპის შეცდომაა მორფოლოგიური, სინტაქსური, პუნქტუაციური და სტილისტური, მართლწერის წესებს უკვე ძალიან კარგად უნდა ფლობდნენ. აქედან გამომდინარე, მათ უკვე წარმატებით უნდა გაართვან თავი შემოთავაზებული ტექსტის რედაქტირებას. გამოცდაზე გამსვლელ პირს, უკვე კარგად უნდა ჰქონდეს განვითარებული წაკითხული ტექსტის გააზრების უნარი, იცნობდეს წერითი დავალების შეფასების კრიტერიუმებს და უკვე უნდა ასრულებდეს წერით დავალებებს, რომელთა არაერთი ნიმუში თქვენს გვერდზეც დევს.

–  სასწავლო პროგრამის რა ნაწილი უნდა ჰქონდეთ უკვე გავლილი?

– ჯერ, რასაკვირველია, სრული პროგრამა არ ექნებათ გავლილი და არც უნდა ჰქონდეთ, თუმცა, საკითხების 70%-ის გავლა უნდა შეძლებოდათ. ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებთ, ჩვენ პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი ამოვწურეთ, ამჯერად დავასრულეთ „ვეფხისტყაოსანზე“ მუშაობა, ვასრულებთ კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენასაც“. დარჩენილი გვაქვს მხოლოდ რამდენიმე ავტორის შემოქმედება, ძირითადად პოეტების, ახალ ქართული ლიტერატურაში ალექსანდრე ყაზბეგის გავლის ეტაპზე ვართ და მალე გადავალთ ვაჟა-ფშაველას რამდენიმე ნაწარმოებზე. ამის შემდეგ უკვე დავასრულებთ ძირითად საკითხებზე მუშაობას.

– თქვენ რა ეტაპზე ხართ, რა არის ის დავალებები, რომლებსაც ახლა თქვენი მოსწავლეები ასრულებენ?

– ჩემი მოსწავლეები სამივე დავალების მსგავს ნიმუშებს ასრულებენ. სხვადასხვა კრებულიდან აქტიურად მუშაობენ ტესტებზე. ასევე, კონკრეტული უნარების განვითარების პროცესისთვის, ვაძლევ დავალებას, რომ იკითხონ მეტი ლიტერატურა, უყურონ ფილმებს და გაიმეორონ განვლილი მასალა. გარდა ამისა, ვუზიარებ აბიტურიენტთა ინტენსიური მომზადების ცენტრის სახელმძღვანელოება და განთავსებულ კრებულებს. აბიტურიენტები კითხულობენ კრიტიკულ ლიტერატურას. მიმაჩნია, რომ თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბება აბიტურიენტებში ამის გარეშე შეუძლებელია და ყველა რეპეტიტორს ვურჩევდი იმავეს.

– როგორ უნდა მიხვდეს აბიტურიენტი, თუ რამდენად სწორად და ხარისხიან გაიარა გასული სამუშაო ეტაპები, თქვენ რა მეთოდს მიმართავთ ამის დასადგენად?

  • შეფასებითი ანკეტა-კითხვარი აბიტურიენტისთვის. თუ აბიტურიენტს შევუდგენთ ანკეტა-კითხვას, რომელშიც მას მოვთხოვთ თითოეული განვლილი საკითხის შეფასებას, როგორ ფიქრობს, რამდენად სრულყოფილად აქვს ნასწავლი განვლილი საკითხი, ეს მასაც დაეხმარება და რეპეტიტორსაც. ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ანკეტა-კითხვარის შეთავაზება აბიტურიენტისთვის აუცილებელია;
  •  ნამუშევრები. როცა ვაფასებთ მათ ტესტებს, ჩვენ უკვე გვაქვს პასუხი კითხვაზე, რამდენად წარმატებით გაიარეს მოსამზადებელი განვლილი ეტაპები.
  • ზეპირი გამოკითხვა. ასეთი შემოწმების დროს ვიგებთ სად აქვს ხარვეზი, რომელ დავალებას ვერ უპასუხა სწორად, რატომ ვერ უპასუხა. აქვე აღვნიშნავ, რომ ზეპირი გამოკითხვის დროს, პედაგოგს აუცილებლად უნდა ჰქონდეს შეფასების კრიტერიუმები და ამის მიხედვით იხელმძღვანელოს;
  • ჩანაწერები. აუცილებელია, რომ რეპეტიტორი  თითოეულ აბიტურიენტზე აწარმოებდეს ჩანაწერებს და მოსწავლის განვითარების მიღწეული ეტაპი აღნიშნული ჰქონდეს განმავითარებელი თუ განმსაზღვრელი შეფასებით.

– და ბოლოს, მიეცით რჩევა კოლეგებს, რა არ უნდა გამორჩეთ, როცა გამოცდამდე 3 თვეა დარჩენილი?

– ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, იყვნენ უფრო დაკვირვებული და საგამოცდო პროგრამა სრულყოფილად გაიარონ. თუ საჭიროა, კვლავ მიუბრუნდნენ უკვე გავლილ თემებს  და ძირითადად პრაქტიკული მეცადინეობები წარმართონ ეფექტურად.

ასევე იხილეთ:

როგორ დაალაგოს აბიტურიენტმა ფაკულტეტები, როცა ჯერ კიდევ არ აურჩევია მისთვის პრიორიტეტული პროფესია – ინტერვიუ სპეციალისტთან

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

ესაუბრა მზეო შველიძე

The post ეს სამუშაო ეტაპები 2023 წლის აბიტურიენტებს უკვე დასრულებული უნდა ჰქონდეთ – ქართულის სპეციალისტი მომავალ სტუდენტებს მიმართავს first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

Latest Images

Trending Articles


გისოსებს მიღმა... (სრულად)


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


The Trial / პროცესი (ქართულად)


ბნელი ნაკადი / Dark Feed (2013)


სტუდენტი გამოძახებით / Mes chères études / Студентка по вызову (2010)


ხმალი ქვაში / The Sword in the Stone (1963)


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ვეფხვის სახლი / Tiger house / Дом тигра (2015) - რუსულად


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


საშვილოსნოს ყელში ნაბოთის ცისტა


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


მეგობარ ბიჭს(სანდრექსას)


ტაქსი / Taxi - ქართული ფილმი


- მარტო გადაკუზული (რაკამ)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>