Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15228

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას მარიამ ლაშხი ასრულებს

$
0
0

გიორგი ამილახვარის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი ასრულებს. საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ამილახვარისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი დღეს განიხილა და მხარიც დაუჭირა. მოგვიანებით, საკითხს სხდომაზე 75 ხმით მხარი დაუჭირა პარლამენტმაც.

გახდება თუ არა მარიამ ლაშხი საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, ეს მმართველი პარტიის გადასაწყვეტია. როგორც განათლების კომიტეტში EDU.ARIS.GE-ს დაუზუსტეს, ახალი თავმჯდომარის წარდგენის სავალდებულო ვადები განსაზღვრული არ არის. თავად მარიამ ლაშხმა კი, ჩვენი კითხვა, ჰქონდა თუ არა შემოთავაზება განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე, დღეს ასეთი პასუხი გასცა:

“მე ჩემი არსებულ პოზიციით, პირველი მოადგილის რანგში ვგეგმავ, განვაგრძო იმ ინიციატივებისა და გეგმების შესრულება, რასაც აქამდე ვახორციელებდი. შესაბამისად, არც წარმადგენენ და არც შემოთავაზება იყო”.

მარიამ ლაშხი განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე 2022 წლის ოქტომბერში გახდა. არის საქართველოს პარლამენტის მე-10 მოწვევის დეპუტატი, პარლამენტის გენდერული თანასწორობის, ბავშვთა უფლებებისა და ეთიკის საბჭოს წევრი.

იგი ასევე იყო პროფესიული განათლების კუთხით, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თემატური მომხსენებელი და კომიტეტთან არსებული პროფესიული განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე.

ასევე იხილეთ:

გიორგი ამილახვარი: დღეიდან დავიწყებ აქტიურ კომუნიკაციას განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან

The post პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას მარიამ ლაშხი ასრულებს first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15228

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ასეტრინა მარინადში


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


მასწავლებელის კომპეტენციის დადასტურებისთვის გამოყენებული ტესტები – გამოცდები...


ყოფილი პროკურორი გელა მახარაძე ბათუმში კვარტალის გაშენებას გეგმავს


ვეფხვის სახლი / Tiger house / Дом тигра (2015) - რუსულად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


სისუსტე (თავი 3)


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


გასეირნება ყარაბაღში 2 - კონფლიქტის ზონა / A Trip to Karabakh 2 - ქართულად


Siberian Education / ციმბირული აღზრდა - ქართულად დუბლირებული


ფუმფულა ბლინები


Wind River / ქარიანი მდინარე (ქართულად)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>