Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15183

როდის გამოქვეყნდება აბიტურიენტებისთვის ე.წ. უფასო ფაკულტეტები და რა გამოვიყენოთ იქამდე

$
0
0

2023-2024 სასწავლო წლისთვის სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები, ე.წ. უფასო ფაკულტეტები ჯერ არ გამოქვეყნებულა. 2023 წლის აბიტურიენტებისთვის ჯერ არ გამოქვეყნებულა თუმცა, აბიტურიენტებს აქვთ გამოსავალი.

ჩამონათვალის გამოქვეყნების საკითხზე აბიტურიენტებთან შეფასებისა და გამოცდების ცენტრის წარმომადგენელმა ისაუბრა და დაადასტურა, რომ დეტალურ ინფორმაციას პრიორიტეტულ პროგრამებში ცვლილების შეტანის მსურველები დროულად მიიღებენ.

„უფასო პროგრამებს რაც შეეხება, როგორც წესი, სადღაც აგვისტოს თვეში განათავსებს ამ ინფორმაციას განათლების სამინისტრო. თუმცა, აბიტურიენტი უფასო პროგრამაზეც რომ ჩაირიცხოს, მისი საგრანტო კონკურსში განხილვა მაინც ხდება. თუ ვთქვათ, მან მიიღო 50%-იანი გრანტი უფასო პროგრამებზე, ის სრულად დაფინანსდება. თუმცა, არის პროგრამები, სადაც გამოცხადებულია უფასო პროგრამები, მაგრამ ყველა ადგილი არ ფინანსდება და სწორედ ეს ზუსტი, ამომწურავი ინფორმაცია აგვისტოს თვეში, იქამდე გამოქვეყნდება, სანამ შესაძლებელი იქნება პროგრამების არჩევა, შეცვლა და ა.შ.“, – განაცხადა 24 მარტს, აბიტურიენტებთან შეხვედრის დროს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა მაია გაბუნიამ.

რაც შეეხება საკითხს, თუ როგორ შეუძლიათ აბიტურიენტებს, განახლებული ჩამონათვალის გამოქვეყნებამდე, მისაღებ გამოცდებზე რეგისტრაციისას მაინც მიუთითონ სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები, გაცნობებთ, რომ გამოსავალი არსებობს და ეს არის გასული სასწავლო წლის ე.წ. უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი, რომელიც EDU.ARIS.GE-ს მრავალწლიანი დაკვირვებით, წლიდან-წლამდე რადიკალური ცვლილებას არ განიცდის და აბიტურიენტს თავისუფლად შეუძლია, რომ პროგრამების ჩამონათვალის შედგენისას გასული წლის სიით იხელმძღვანელოს.

2022-2023 სასწავლო წლის ე.წ უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი უნივერსიტეტების მიხედვით

გაითვალისწინეთ, რომ როგორც სხვა, ისე სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების არჩევას, წაშლას ან დამატებას, ერთიანი ეროვნული გამოცდების სააპელაციო განაცხადების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით შეძლებთ.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

The post როდის გამოქვეყნდება აბიტურიენტებისთვის ე.წ. უფასო ფაკულტეტები და რა გამოვიყენოთ იქამდე first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15183

Latest Images

Trending Articles



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>