Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

სანამ პორტფოლიოს შექმნას დაიწყებდეთ –სკოლის დირექტორის რეკომენდაციები სტატუსის ცვლილების მსურველებს

$
0
0

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში 2023 წლის მარტში შესული ცვლილებების თანახმად, პედაგოგებს, რომელთაც სტატუსის გაუმჯობესება სურთ (წამყვანი, მენტოტი), წერილობითი გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდგომ, სპეციალური კომისიის წინაშე, ასეთივე წარმატებით უნდა წარადგინონ მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის დამადასტურებელი, სტატუსის შესაბამისი დონის დოკუმენტიც – პორტფოლიო. გამოცდის შედეგისა და პორტფოლიოს დადებითად შეფასების საფუძველზე კი, მასწავლებელი შეიცვლის საფეხურს და გახდება წამყვანი ან მენტორი მასწავლებელი.

ვინაიდან პორტფოლიო და მასთან დაკავშირებული გამოწვევები ყველა პედაგოგისთვის აქტუალურია, EDU.ARIS.GE მათ დახმარებას შეეცდება და შემოგთავაზებთ სტატიების დამხმარე სერიას, რომელიც პორტფოლიოსთან მუშაობას გაგიმარტივებთ.

ამ საკითხზე სასაუბროდ ჩვენი პირველი რესპონდენტი კასპის მუნიციპალიტეტის გიორგი მაზნიაშვილის სახელობის საჯარო სკოლის დირექტორი და ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებელი, ნანი ბარნაბიშვილი იქნება.

– ქალბატონო ნანი, პირველ რიგში, განუმარტეთ კოლეგებს ვინ უნდა წარუდგინოს პორტფოლიო კომისიას, მხოლოდ უფროსმა და წამყვანმა პედაგოგებმა?

– როგორც თავად აღნიშნეთ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგებს, რომელთაც სტატუსის გაუმჯობესება სურთ, წერილობითი გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდგომ, ასევე წარმატებით უნდა წარადგინონ კომისიის წინაშე მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი – პორტფოლიო. შესაბამისად, კომისიას პორტფოლიოს წარუდგენს ყველა ის მასწავლებელი, რომელსაც სტატუსის ამაღლება სურს. რაც შეეხება მის წარმოებას, ზოგიერთ პედაგოგს მიაჩნია, რომ პორტფოლიოს შექმნა მხოლოდ სტატუსის ამაღლების მსურველ მასწავლებელს ევალება, რაც არასწორია, რადგან პორტფოლიო არის მასწავლებლის პროფესიული საქაღალდე, რომელშიც ჩანს მის მიერ გაწეული მუშაობა, წინსვლა და შედეგი. ამიტომ, მიმაჩნია, რომ მისი წარმოება ყველა პედაგოგისთვის სავალდებულოა.

– დამწყებ პედაგოგებსაც რომ აუხსნათ, რა არის მასწავლებლის პორტფოლიო?

– მარტივად რომ ვთქვათ, მასწავლებლის პორტფოლიო არის მასწავლებლის პროფესიული საქაღალდე, რომელშიც ჩანს მისი საქმიანობა, პროფესიული მომზადება, უწყვეტი პროფესიული განვითარება, პრაქტიკული საქმიანობა, შეფასება და პროფესიული წარმატება. ეს არის მასწავლებლის ინდივიდუალური დოკუმენტი, ნამუშევრების ერთობლიობა, რომელიც კარგად წარმოაჩენს მასწავლებლისა თუ მოსწავლის წინსვლასა და მიღწევებს დროის გარკვეულ მონაკვეთში, რომელშიც ჩანს მიღებული ცოდნის სისტემაში მოყვანა და თეორიული ცოდნის პრაქტიკულთან დაკავშირება. ეს ყველაფერი ეხმარება მასწავლებელს, გააანალიზოს და შეაფასოს საკუთარი საქმიანობის ეფექტურობა და იზრუნოს მოსწავლეთა სწავლის ხარისხის ამაღლებასა და შემდგომი პროფესიული განვითარებისათვის. ერთი სიტყვით, პორტფოლიო არის პედაგოგის პროფესიული განვითარებისა და წინსვლის ერთგვარი მაჩვენებელი.

– რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა სანამ პორტფოლიოზე მუშაობას დაიწყებენ?

– სანამ პორტფოლიოზე მუშაობას დაიწყებენ, მასწავლებლებმა უნდა იცოდნენ, რას წარმოადგენს პორტფოლიო და რატომ არის მნიშვნელოვანი მისი წარმოება. უნდა გააანალიზონ, რისთვის სჭირდებათ, რამდენად დაეხმარება მათ პროფესიულ განვითარებასა და წინსვლაში, მოსწავლეებთან მუშაობაში, სწავლა/სწავლების ხარისხის ამაღლებაში. განსაზღვრონ სამიზნე აუდიტორია/მკითხველი, ვინც გაეცნობა მათ პორტფოლიოს. გაითვალისწინონ სპეციალისტთა რჩევები, რომ პორტფოლიოზე მუშაობა ექვს ძირითად საფეხურს მოიცავს:

  • პორტფოლიოს თემისა და მიზნის განსაზღვრა;
  • მასალის შეგროვება;
  • შეგროვილი მასალის გადარჩევა და მნიშვნელობის გაანალიზება;
  • პორტფოლიოს გაფორმება;
  • პორტფოლიოს შეფასება და გადამუშავება;
  • პორტფოლიოს წარდგენა/პრეზენტაცია – როგორც სამუშაო პროცესის დაგვირგვინება.

– რა დასჭირდებათ მუშაობისთვის?

– თავი მოუყარონ იმ ძირითად და მნიშვნელოვან აქტივობებს, დოკუმენტებს/მასალას, რომელიც მუშაობის პროცესში განახორციელეს და რომელიც მათ პროფესიულ საქმიანობას წარმოაჩენს. ეს იქნება გაკვეთილის გეგმები, პროექტები, ტრენინგები, კვლევები თუ სხვა. შეეცადონ, რომ პორტფოლიო შემოქმედებითი და ორიგინალური იყოს.

– როდის უნდა დაიწყონ პორტფოლიოზე მუშაობა?

– ვფიქრობ, პორტფოლიოს შექმნა და მასზე მუშაობა უწყვეტი პროცესია და პირდაპირ კავშირშია მასწავლებლის საქმიანობასთან. შესაბამისად, მასწავლებელმა პორტფოლიოზე მუშაობა უნდა დაიწყოს მუშაობის დაწყების დღიდანვე.

– პედაგოგებისთვის ეს კითხვაც აქტუალურია, სად შეიძლება გაეცნონ პორტფოლიოს ნიმუშს?

– მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ, პორტფოლიოს ნიმუშები იხილონ ინტერნეტსივრცეში, google-ში. ასევე, სხვადასხვა მასწავლებლების მიერ გამოქვეყნებულ ბლოგებზე. აქვე ვურჩევ, youtube-ის არხზე გაეცნონ ელექტრონულ რესურსებს, ელექტრონული პორტფოლიოს შექმნასთან დაკავშირებით, რაც მათ ელექტრონული პორტფოლიოს შექმნაში დაეხმარება.

– ვის მიმართონ ინფორმირებისთვის, თუ დამოუკიდებლად მუშაობა გაუჭირდებათ?

– ვთვლი, რომ ინფორმირებისთვის მასწავლებელმა პირველ რიგში უნდა მიმართოს საკუთარ სკოლას, მის ხელმძღვანელს/დირექციას, რომელიც ვალდებულია, დაეხმაროს პედაგოგს და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში კი, შესაბამის კომპეტენტურ დაწესებულებას ან პირს, ვინც დაეხმარება, რომ კონკრეტულ საკითხში გაერკვეს.

ასევე იხილეთ:

მანანა რატიანი: მასწავლებლებს არ ექნებათ საკმარისი დრო, გააზრებულად, დინჯად მოემზადონ შემდეგი ეტაპისთვის

როგორი იქნება მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების ფორმა და კრიტერიუმები – სქემაში ცვლილებები დამტკიცდა

ესაუბრა მზეო შველიძე

The post სანამ პორტფოლიოს შექმნას დაიწყებდეთ – სკოლის დირექტორის რეკომენდაციები სტატუსის ცვლილების მსურველებს first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


საოცრად გემრიელი ტკბილი ტოსტი


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


კრიდი: როკის მემკვიდრეობა / Creed - ქართულად დუბლირებული


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


პეპი, ლუსი, ბომი და სხვა გოგონები / Pepi, Luci, Bom y otras chicas del montón...


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


Saw V / ხერხი 5 - ქართულად დუბლირებული


ნამცხვარი ”სინაზე”


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


ალკატრასი ქართულად / Alcatraz 2018


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


Killing Eve / ევას მკვლელობისას (ქართულად)


ანნა ფრიტცის გვამი / El cadáver de Anna Fritz / Труп Анны Фритц (2015) - რუსულად


რამდენიმე ანეგდოტი სვანებზე


სტაფილოს კექსი ( სამარხვო)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>