Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15228

ივნისამდე ცნობილი გახდება, 1 თვით გადაიწევს სკოლაში შესვლის ასაკი თუ 2 კვირით

$
0
0

შეძლებენ თუ არა პირველ კლასში შესვლას პირველი ოქტომბრის შემდეგ დაბადებული ბავშვებიც, საბოლოო გადაწყვეტილება საყოველთაო, ელექტრონული რეგისტრაციის დაწყებამდე გახდება ცნობილი.

როგორც EDU.ARIS.GE-ს საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, მარიამ ლაშხმა დღეს განუცხადა, ამ ეტაპზე განათლების სამინისტროს მიერ ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს ბიუჯეტის განსაზღვრის მიმართულებითაც და ივნისამდე საჭირო მონაცემები დამუშავებული იქნება.

მარიამ ლაშხის ინფორმაციით, სკოლაში შესვლის ასაკი 1 თვით, ან 2 კვირით გადაიწევს.

„შემიძლია გითხრათ, რომ ზოგადად, პრინციპების დონეზე, ვთანხმდებით იმაზე, რომ ვთქვათ 30 სექტემბერს და 1-ელ ოქტომბერს დაბადებული მოსწავლეები, სასურველია, ერთ კლასში იყვნენ, რა თქმა უნდა, ნებაყოფლობით. თუმცა, ძალიან დიდი დატვირთვა მოდის საჯარო სკოლებზე და სწორედ ამის გამოა, რომ ინფრასტრუქტურული ნაწილის მიმართულებით, გაინტენსიურებულია მუშაობა, რომ ძალიან დროულად დასრულდეს ახალი სკოლების მშენებლობა. მეორე საკითხი ეს არის ფინანსური დაწოლა განათლების სამინისტროზე, რომლისთვისაც ასევე მზად უნდა იყოს, იმიტომ, რომ დათვლილია, მე არ მაქვს ზუსტი რაოდენობა დაახლოებით რამდენ მოსწავლეს ეხება ეს, როდესაც 1 თვით, ან თუნდაც 2 კვირით გაგრძელდება სკოლაში მიღების ასაკი.

„თუ გახსოვთ, თავიდან ასეთი პრინციპი იყო მიღებული, რომ ეტაპობრივად, 2-2 კვირის გაგრძელებით, ან თითო-თითო თვით დაგვემატებინა ყოველწლიურად. ახლა კი, სამინისტროში ძალიან ინტენსიურად მუშაობენ, რომ მზადყოფნა იყოს როგორც ფინანსური და საბიუჯეტო მობილიზების, ასევე ინფრასტრუქტურული ნაწილის მხრივ“, – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს მარიამ ლაშხმა.

სასკოლო ასაკის კიდევ ერთი ცვლილების ინიციატივა დღევანდელი განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის კომიტეტის თავმჯდომარეობის პირობებში, თებერვალში წარმოდგენილ წლის სამოქმედო გეგმაში გაიწერა და ითქვა, რომ „აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და დაინტერესებულ პირებთან კონსულტაციის საფუძველზე, დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი შეიცვლება“.

„თქვენ იცით ჩვენი მიდგომა და პოლიტიკა, რომ ამას ნებისმიერ შემთხვევაში გავაკეთებთ, უბრალოდ, ახლა არ მაქვს ხელთ ინფორმაცია, თუმცა, ბოლო ორი კვირაა ამაზე აქტიურად ვმუშაობთ სამინისტროსთან, რომ დავთვალოთ ანალიტიკურად შევხედოთ რა ხდება და მაქსიმუმ, ერთი-ორი კვირის ვადაში მექნება ზუსტი ინფორმაცია და გადაწყვეტილება დადგება თუ არა ინიციატივა წელს…“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა პარლამენტში 22 თებერვალს.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეცვლილიყო დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი და მიმდინარე, 2022-2023 სასწავლო წელს, სკოლაში სწავლა იმ ბავშვებმაც შეძლეს, ვინც პირველ ოქტომბერს უკვე 6 წლის იყო. მაშინ განათლების კომიტეტის ხელმძღვანელმა EDU.ARIS.GE-ს უთხრა, რომ სკოლაში შესვლის ასაკი ისევ შეიცვლება და 1-ელი ოქტომბრის მაგივრად 31 დეკემბერი იქნება.

ასევე იხილეთ:

სკოლაში შესვლის ასაკი ისევ შეიცვლება და 1-ელი ოქტომბრის მაგივრად 31 დეკემბერი იქნება – გიორგი ამილახვარი

მოამზადა ბაჩანა ტყემალაძემ

The post ივნისამდე ცნობილი გახდება, 1 თვით გადაიწევს სკოლაში შესვლის ასაკი თუ 2 კვირით first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15228

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ასეტრინა მარინადში


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


მასწავლებელის კომპეტენციის დადასტურებისთვის გამოყენებული ტესტები – გამოცდები...


ყოფილი პროკურორი გელა მახარაძე ბათუმში კვარტალის გაშენებას გეგმავს


ვეფხვის სახლი / Tiger house / Дом тигра (2015) - რუსულად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


სისუსტე (თავი 3)


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


გასეირნება ყარაბაღში 2 - კონფლიქტის ზონა / A Trip to Karabakh 2 - ქართულად


Siberian Education / ციმბირული აღზრდა - ქართულად დუბლირებული


ფუმფულა ბლინები


Wind River / ქარიანი მდინარე (ქართულად)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>