Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15183

STARTUP GRIND-ის საუნივერსიტეტო წარმომადგენლობისთვის მოხალისეების შერჩევა იწყება

$
0
0

იწყება მოხალისეების შერჩევა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის Startup Grind-ის საუნივერსიტეტო წარმომადგენლობისთვის. მასში მონაწილეობა შეუძლია ილიაუნის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს, რომელსაც სურს, საკუთარი თავი გამოცადოს მრავალფეროვან გარემოში, გაეცნოს მსოფლიოში ყველაზე დიდ სათემო ორგანიზაციას და თავისი პროფესია მოარგოს თანამედროვე ტექნოლოგიურ საჭიროებებს.

წარმომადგენლობის მიზანია სტუდენტებს განუვითაროს სხვადასხვა უნარი და შექმნას საზოგადოება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს სამეწარმეო პოტენციალის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას.

მონაწილეობისთვის შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა

ბოლო ვადა: 31 მარტი

მოხალისეებს შეარჩევენ გამოცდილებისა და მოტივაციის საფუძველზე.
დადებითი პასუხის შემთხვევაში დაუკავშირდებიან 2 აპრილის ჩათვლით.
Startup Grind, სტარტაპების ყველაზე დიდი სათემო ორგანიზაცია, რომელიც 2010 წელს დაარსდა სან ფრანცისკოში, აერთიანებს 5 მილიონ წევრს და მსოფლიოს 125 ქვეყნის 600 „ჩეფთერს“.

ორგანიზაციის მიზანია განათლების, კავშირებისა და შესაძლებლობათა შექმნით სტარტაპებს დაეხმაროს მასშტაბირებაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით – tiko.m@startupgrind.com

The post STARTUP GRIND-ის საუნივერსიტეტო წარმომადგენლობისთვის მოხალისეების შერჩევა იწყება first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15183

Latest Images

Trending Articles



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>