საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ახალი თავმჯდომარე, გივი მიქანაძე, პარლამენტმა 85 ხმით არცერთის წინააღმდეგ დაამტკიცა.
კენჭისყრის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძეს ახალი თანამდებობა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
გივი მიქანაძე პარლამენტის წევრი მმართველი პარტიის სიით გახდა. ის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილეა.
განათლება: დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სპეციალობა: სამართალმცოდნეობა. ასევე დაამთავრა ესექსის უნივერსიტეტი (გაერთიანებული სამეფო). სპეციალობა: სამართლის მაგისტრი.
2016 – 2018 წლებში იყო სსიპ საქართველოს შსს აკადემიის რექტორი. სხვადასხვა წლებში იყო სხვადასხვა უნივერსიტეტის მოწვეული და ასოცირებული პროფესორი და ლექტორი. ნამუშევარი აქვს რამდენიმე სკოლის მასწავლებლად.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, გივი მიქანაძე 17 სტატიისა და 4 სახელმძღვანელოს ავტორია, ასევე არის 6 სახელმძღვანელოს თანაავტორი.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გიორგი ამილახვარი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დაინიშნა.
ასევე იხილეთ:
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმა და სტრატეგია
The post განათლების კომიტეტის ახალი თავმჯდომარე პარლამენტმა 85 ხმით დაამტკიცა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.





