Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15228

„მოგვისმინეთ მასწავლებლებს!“ –პედაგოგების ვიდეო მიმართვა განათლების მინისტრს

$
0
0

„რაც მინისტრად დაინიშნა, მას შემდეგ ვითხოვთ შეხვედრას“, – ასეთია იმ პედაგოგების წუხილი, ვინც გიორგი ამილახვართან შეხვედრის მიზნით, განათლების მინისტრს ჯერ წერილი გაუგზავნა და ახლა ვიდეო მიმართვაც მოამზადა, რომელშიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფუნქციების შესრულებისკენ მოუწოდებენ:

„განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოუსმინე მასწავლებლებს! ჩვენს უკან ათასობით მასწავლებელია! პრობლემა ბევრი გვაქვს და იქნებ სამინისტრომ მოგვისმინოს. ბოლო ათწლეულის მანძილზე მასწავლებლები ასე არ გაერთიანებულან, ხვდებით ხომ, რამდენად სერიოზულად არის საქმე! ვითხოვთ შეხვედრას განათლების მინისტრთან!“.

როგორც პედაგოგები EDU.ARIS.GE-ს უხსნიან, ძირითადი პროტესტი გასულ წელს, წამყვანი და მენტორის სტატუსის მოპოვების მიზნით გამოცდაჩაბარებული პედაგოგებისთვის სავალდებულო პორტფოლიოს მომზადების ვადებს უკავშირდება, რომლის სავალდებულოობის შესახებ გადაწყვეტილებაც მიხეილ ჩხენკელის მინისტრობისას თვეობით (7 თვე) გაჭიანურდა. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ მასწავლებლებს პორტფოლიოს დოკუმენტების ასატვირთად ვადა აპრილის ბოლომდე აქვთ, რაც მათი შეფასებით, უსამართლოა, რადგან არათანაბარ პირობებში არიან იმ მასწავლებლებთან შედარებით, ვინც სტატუსის ცვლილებისთვის გამოცდას მომავალში ჩააბარებს.

მასწავლებლების ვიდეო მიმართვა

„არაპორტფოლიოს! რომ არ ვთქვა, არ შემიძლია. მინისტრი არ გვისმენს, არ სურს მოგვისმინოს. ბერიკა შუკაკიძე მასწავლებლების წამებით ერთობა, დიახ ერთობა. სხვას ვერაფერს ვუწოდებ მასწავლებლის სახლის ბოლოდროინდელ ქმედებებს. პროფკავშირები კურორტებზე დასვენებას გვპირდება, სხვა საქმე ვითომ არ აქვთ, ტრენერები კიდევ ჩვენზე ფულს აკეთებენ, არ თქვათ ახლა, არაო. ზუსტადაც ფულს აკეთებენ. თან გვმოძღვრავენ, თუ არ გინდათ სტატუსის ცვლილება, არ წარადგინოთ პორტფოლიოო, სტატუსის ცვლილება კი არა ხელფასი გვინდა, ვაი ჩვენს პატრონს!“, – წერს ერთ-ერთი პედაგოგი მასწავლებლების მრავალათასიან ი Facebook-ის ჯგუფში.

გიორგი ამილახვარის პირველი განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დანიშვნის შემდეგ, რომელიც მან პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გააკეთა, მასწავლებლებთან მიმართებით ასეთი იყო: „მე პირადად, დღეიდან დავიწყებ აქტიურ კომუნიკაციას, განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან, ბავშვებთან, მათ მშობლებთან, ჩვენს დამსახურებულ და ღირსეულ მასწავლებლებთან, სკოლის ადმინისტრაციებთან, პროფესორებთან, რა თქმა უნდა, ახალგაზრდებთან და სტუდენტებთან და სტუდენტებთან და ჩვენს მეცნიერებთან, იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე სამსჯელოდ, რაც დღეს დარგში გვაქვს. მიღებული უკუკავშირის შედეგად, მივიღებთ სწრაფ და მყისიერ გადაწყვეტილებებს ყველა ამ პრობლემაზე საპასუხოდ. ჩვენ გვინდა და აუცილებლად შევქმნით ღირსეულ პირობებს ჩვენი დამსახურებული მასწავლებლებისთვის და ეს იქნება ის ნაბიჯი, რაც მნიშვნელოვანია მასწავლებლების პროფესიის, ღირსების და პოპულარიზაციის ამაღლებისთვის… ჩვენ უნდა მოვუსმინოთ მასწავლებლებს!“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

„ჩვენ უნდა მოვუსმინოთ მასწავლებლებს!“ – ეს სიტყვები კი განათლების ახალმა მინისტრმა ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა.

ამავე თემაზე:

არის თუ არა პორტფოლიო მასწავლებლის შეფასების ეფექტური ინსტრუმენტი? – ტრენერის შეფასებები და მიმართვა

მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასება სტატუსების მიხედვით – ახალი დოკუმენტი

როგორი იქნება მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების ფორმა და კრიტერიუმები – სქემაში ცვლილებები დამტკიცდა

The post „მოგვისმინეთ მასწავლებლებს!“ – პედაგოგების ვიდეო მიმართვა განათლების მინისტრს first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15228

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ასეტრინა მარინადში


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


მასწავლებელის კომპეტენციის დადასტურებისთვის გამოყენებული ტესტები – გამოცდები...


ყოფილი პროკურორი გელა მახარაძე ბათუმში კვარტალის გაშენებას გეგმავს


ვეფხვის სახლი / Tiger house / Дом тигра (2015) - რუსულად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


სისუსტე (თავი 3)


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


გასეირნება ყარაბაღში 2 - კონფლიქტის ზონა / A Trip to Karabakh 2 - ქართულად


Siberian Education / ციმბირული აღზრდა - ქართულად დუბლირებული


ფუმფულა ბლინები


Wind River / ქარიანი მდინარე (ქართულად)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>