Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15219

დამამთავრებელი კლასის დამრიგებლებსა და რეპეტიტორებს მეტი დაკვირვება მოეთხოვებათ –რას და როგორ დავაკვირდეთ

$
0
0

დამამთავრებელი კლასის იმ მოსწავლეები, რომლებიც ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას გეგმავენ და წელს აბიტურიენტის სტატუსი აქვთ, ცდილობენ, დღე ისე დაგეგმონ, რომ მეცადინეობისთვის საკმარისი დრო ჰქონდეთ, თუმცა, ბევრი აბიტურიენტი ამას ვერ ახერხებს და მათი დახმარება როგორც მშობლებს, ისე დამამთავრებელი კლასების დამრიგებლებს შეუძლიათ.  სწორი დახმარებისთვის კი პროცესზე დაკვირვებაა აუცილებელი.

EDU.ARIS.GE შეეცადა გაერკვია, ზოგადად, რა გამოწევები იკვეთება დამამთავრებელ კლასებში და როგორი უნდა იყოს დამრიგებლის სამოქმედო გეგმა ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად. თემაზე ვესაუბრეთ მედეა ქურდაძეს ახალგაზრდა პედაგოგსა და რეპეტიტორს, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის #2 საჯარო სკოლაში მხოლოდ მეთორმეტე კლასებს ასწავლის და ნათლად ხედავს ყველა გამოწვევას, რომლებსაც, როგორც აბიტურიენტები, ასევე დამრიგებლები აწყდებიან.

როგორც მეთორმეტე კლასების მასწავლებელი და რეპეტიტორი, რა გამოწვევებს ხედავთ და როგორ ფიქრობთ, რა საკითხებზე უნდა იყოს დამამთავრებელ კლასში დამრიგებლის ყურადღება მიმართული? 

– ერთ-ერთი გამოწვევა, რომლის წინაშეც ვდგავართ, მოსწავლეთა მხრიდან გაცდენებია. მეორე კი მოსწავლეთა დაბალი მოტივაციაა, რაც გამოწვეულია მრავალი ფაქტორით (ცალკე მსჯელობის თემაა ამ ფაქტორთა იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების ძიება). ხოლო მესამე გამოწვევა, სასკოლო საათების ხარჯზე კერძო მასწავლებლებთან მომზადება. გეტყვი, რომ როგორც დედაქალაქში, რეგიონებშიც ეს პრობლემა იდენტურია. რეგიონებში მცხოვრები აბიტურიენტები, ისევე ემზადებიან კერძო მასწავლებლებთან, როგორც თბილისელი აბიტურიენტები. ამდენად, ვფიქრობ, დამრიგებლების და მასწავლებლების ყურადღება, პირველ რიგში, მიმართული უნდა იყოს მოსწავლეებში შინაგანი და გარეგანი მოტივაციის ამაღლებაზე, რომ ისინი დაუბრუნდნენ სკოლას. რაც შეეხება კოლეგა რეპეტიტორებს, კიდევ ერთი გამოწვევაც, რომელსაც გამოვყოფ არის ის, რომ ხშირად, რეპეტიტორები კერძო გაკვეთილებს მაშინ ნიშნავენ, როცა მოსწავლე სკოლაში უნდა იმყოფებოდეს, ეს დაუშვებელია.

„ძლიერ მოსწავლეებზე“ მონადირე რეპეტიტორები – ფარული განათლების კიდევ უფრო დაფარული მხარე

– რას აკვირდებით როცა მოსწავლე მოდის სკოლაში და როცა მოდის თქვენთან, როგორც რეპეტიტორთან მოსამზადებლად?

– ორივე შემთხვევაში, მასწავლებელიც და რეპეტიტორის ვალდებულია, დააკვირდეს შემდეგს:
1. მოსწავლის მოტივაცია და სასწავლო მზაობა. ამაში შედის, როგორც მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება, ასევე შეფასებითი ნაწილი და რაც მთავარია, ფსიქო-სოციალური განწყობის კვლევა. თუ მოსწავლე ემოციურად დაღლილია, მას ნამდვილად არ ექნება იგივე სასწავლო მზაობა და ენერგია, როგორის მოსწავლეს, რომელიც განსაკუთრებით აქტიური და ცოცხალია. შესაბამისად, ამ მხრივ ნამდვილად მოგვეთხოვება დაკვირვება.

2. გამოწვევები და პრობლემები. რა გამოწვევები აქვს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეს, ამას მხოლოდ ზედაპირული დაკვირვებით ვერ გავიგებთ. საჭიროა მასთან, მის მეგობრებთან და ოჯახთან მეგობრული კომუნიკაცია. თუ აბიტურიენტს  აქვს ისეთი პრობლემები, რომლებიც ხელს უშლის სწავლაში, აუცილებლად უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად, რათა დროული ესკალაცია მოხდეს.

3. პირად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. მოსწავლეთა პირად ცხოვრებაში ჩარევა, რასაკვირველია, არ შეიძლება, მაგრამ დაკვირვება, თუ ჩვენი მიზანი მხოლოდ მოსწავლის უსაფრთხოებაზე ზრუნვაა, აუცილებლად საჭიროა. მაგალითად, თუ გაკვეთილს აცდენს პირადი მიზეზებით და მშობელმა ეს არ იცის, დიდი რისკია, სწავლაშიც შეეშალოს ხელი და მშობელიც ჩვენზე განაწყენდეს, რომ არ ჩავაყენეთ საქმის კურსში. ასეთ დროს, ყველაზე მნიშვნელოვანია, ისეთი მეგობრული და ახლო ურთიერთობა გვქონდეს აბიტურიენტთან, რომ მას პირად საკითხებზეც შეეძლოს ჩვენთან საუბარი და რჩევებიც გვკითხოს.

– როგორ უნდა დავეხმაროთ მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს, რომ სწავლაზე ორიენტირებული იყვნენ?

– იმისათვის, ისინი ორიენტირებულნი იყვნენ სწავლაზე, პირველ რიგში, საჭიროა, სკოლაში იარონ. იყოს ნაკლები გაცდენების მაჩვენებელი. სკოლაში კი ჩვენ უნდა დავახვედროთ უსაფრთხო საკლასო გარემო და მასწავლებლისა და თანაკლასელების კეთილგანწყობილი დამოკიდებულება. არანაკლებ მნიშვნელოვანია სიყვარულისა და დაფასების გამოხატულება. მოსწავლეს, რომელიც ვერ გრძნობს გარშემომყოფთა სიყვარულსა და პატივისცემას და რომელსაც არ სჯერა, რომ ის უნარითა და ნიჭით დაჯილდოებული პიროვნებაა, არ ექნება ცოდნის შეძენის, სამყაროს შეცნობის მოტივაცია, ვერ იქნება შემოქმედებითი და ახალი იდეების მიმართ გახსნილი. მშობელთა ჩართულობა და დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის, რომ მათი და პედაგოგ-დამრიგებლების ერთობლივი მუშაობით, გაცდენების მაჩვენებელმა დაიწიოს.

– მიმართეთ კოლეგებს

– ძვირფასო პედაგოგებო, გთხოვთ, მხოლოდ ნიშნის დაწერით არ შემოიფარგლოთ. ნიშნის დაწერა ყველაზე მცირე რამეა, რაც შეიძლება, მოსწავლეებს გავუკეთოთ. გაამდიდრეთ სასწავლო პროცესი, რომ მოსწავლეები დაუბრუნდნენ სკოლას. ამის გაკეთება შესაძლებელია დამატებითი, კლასგარეშე აქტივობებით, მრავალფეროვანი სასწავლო მასალით, სწავლების ახალი მეთოდებითა და სტრატეგიებით. იყავით ყურადღებიანი და დაკვირვებული, იყავით მათი მეგობარი, კეთილისმსურველი და არა ჩასაფრებული.

ასევე იხილეთ:

სად გაქრა სკოლის სიყვარული? – „არჩევანის წინაშე რომ დააყენო, ახალგაზრდები საერთოდ უარს იტყოდნენ სკოლაზე“

The post დამამთავრებელი კლასის დამრიგებლებსა და რეპეტიტორებს მეტი დაკვირვება მოეთხოვებათ – რას და როგორ დავაკვირდეთ first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15219

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


ბნელი ნაკადი / Dark Feed (2013)


ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები წლების მიხედვით


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


საშვილოსნოს ყელში ნაბოთის ცისტა


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


სტუდენტი გამოძახებით / Mes chères études / Студентка по вызову (2010)


- მარტო გადაკუზული (რაკამ)


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


კორვალოლის, ვალოკორდინისა და ვალიდოლის რეგულარულად მიღება სიკვდილს იწვევს!


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


Love Sonia / სიყვარულით სონია (ქართულად)


მეგობარ ბიჭს(სანდრექსას)


ადექით, ბიჭებო / Stand Up Guys - ქართულად


სტაფილოს კექსი ( სამარხვო)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>