საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე დღეს, 18 აპრილს, გიორგი ჩაკვეტაძე აირჩიეს, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტის ახალი წევრია.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ განაცხადა, გიორგი ჩაკვეტაძე წლების განმავლობაში, თბილისის საკრებულოში ახალგაზრდობის საკითხებზე მუშაობს და ეს გადაწყვეტილება განათლების კომიტეტის გაძლიერებასა და განახლებას შეუწყობს ხელს.
გიორგი ჩაკვეტაძემ მადლობა გადაუხადა კომიტეტის თავმჯდომარეს, დამსწრე საზოგადოებას და განაცხადა, რომ აქტიურად ითანამშრომლებს.
გიორგი ჩაკვეტაძის განათლება და სამუსაო გამოცდილება
მარიამ ლაშხი, რომელიც აქამდე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო, კომიტეტის წევრად რჩება. პარალელურად, ის საკანონმდებლო ორგანოში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს.
კომიტეტმა გიორგი ჩაკვეტაძის კანდიდატურას მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირა.
ასევე იხილეთ:
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს გივი მიქანაძე უხელმძღვანელებს
The post განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე გახდა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.




