Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15228

გრუნიმ მონოგრაფია –„იუვენოლოგიის პოლიტიკური განზომილება“ გამოსცა

$
0
0

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო მმართველობის დოქტორის, გრუნის იუვენოლოგიის სამეცნიერო-კველევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელის გიორგი მომცელიძის მონოგრაფიის – „იუვენოლოგიის პოლიტიკური განზომილება“, პრეზენტაცია.

მონოგრაფია მომზადდა პოსტდოქტორანტურის პერიოდში ჩატარებული კვლევის შედეგად და გამოიცა იუვენოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საგამომცემლო პროექტის ფარგლებში, მას რედაქტორობას უწევდა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე.

პრეზენტაციაზე მონოგრაფიის ავტორმა აღნიშნა, რომ სამეცნიერო გამოცემის ფუნქციაა საფუძველი ჩაუყაროს ინტერდისციპლინურ დარგს – იუვენოლოგიას, მეცნიერებას ახალგაზრდობის შესახებ, რომელიც წარმოადგენს ახალ სამეცნიერო პარადიგმას. მონოგრაფიაში მოცემულია მისი კონცეპტუალური და სამეცნიერო თავისებურება და სოციალური ინდიკატორები ახალგაზრდობის ფენომენის ცალკეული ასპექტის შემსწავლელი დარგების კონტექსტში, დასაბუთებულია იუვენოლოგიის აქტუალიზაციის აუცილებლობა, როგორც ახალგაზრდული პოლიტიკის ფორმირებისა და განხორცილებისათვის კომპლექსური მეცნიერული საფუძვლების უზრუნველყოფის შესაძლებლობა.

გიორგი მომცელიძის ნაშრომი შეაფასა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ: „…მონოგრაფიის მნიშვნელობა იმითაც იზომება, რომ ახალგაზრდობა არის ქვეყნის განვითარების ძლიერი რესურსი, ამიტომ ახალგაზრდული პოლიტიკის მეცნიერული შესწავლა ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შემუშავებას ამ დარგის განვითარებისათვის…“

მონოგრაფიის შესახებ ისაუბრეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ ზაზა მარუაშვილმა, გრუნის რექტორის მოადგილემ გიორგი მირიანაშვილმა, პროფესორმა მიხეილ გოგატიშვილმა და ახალგაზრდული საკითხების ექსპერტმა შოთა მაღლაკელიძემ.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ: გრუნის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, დარგის სპეციალისტები, ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ექსპერტები.

The post გრუნიმ მონოგრაფია – „იუვენოლოგიის პოლიტიკური განზომილება“ გამოსცა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15228

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


თირკმელი


ასეტრინა მარინადში


ყოფილი პროკურორი გელა მახარაძე ბათუმში კვარტალის გაშენებას გეგმავს


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


კახა დოლიძე - ერთი შემოდგომის, ერთმა მოგონებამ


Siberian Education / ციმბირული აღზრდა - ქართულად დუბლირებული


ახლო მანძილზე / Close Range - ქართულად დუბლირებული


- მარტო გადაკუზული (რაკამ)


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


I Am Wrath / მე ვარ რისხვა (ქართულად)


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


გამოქვეყნდა სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე გამოყენებული ტესტი


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


გასეირნება ყარაბაღში 2 - კონფლიქტის ზონა / A Trip to Karabakh 2 - ქართულად


ხმალი ქვაში / The Sword in the Stone (1963)


გოგონა მარგალიტის საყურით / Girl With a Pearl Earring - ქართულად



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>