Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15228

დასრულდა ტეხას ა&მ უნივერსიტეტის სემინარების სერია, რომელშიც გრუნის 60-მდე ახალგაზრდა მკვლევარი და აკადემიური პერსონალი მონაწილეობდა

$
0
0

დასრულდა ტეხას ა&მ უნივერსიტეტის კვლევითი სემინარების სერია “Paths to Publication”, აკადემიური პერსონალისა და ახალგაზრდა მკვლევრებისათვის, რომელშიც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, როგორც პარტნიორი, მონაწილეობდა.

ონლაინსწავლება „Paths to Publication” 2023 წლის 23 თებერვალს დაიწყო და მოიცავდა კვლევასთან, სამეცნიერო ნაშრომის მომზადებასთან, გამოქვეყნებასა და გრანტებთან დაკავშირებულ 6 სემინარს, რომელსაც მასპინძლობდა ტეხას ა&მ-ის უნივერსიტეტის განათლებისა და კვლევის სკოლა და კურსდამთავრებულთა მრჩეველთა საბჭო.

კვლევით სემინარებში გრუნის 60-მდე ახალგაზრდა მკვლევარი და აკადემიური პერსონალი მონაწილეობდა.

პროექტის მონაწილეებმა ტეხას ა&მ უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად განიხილეს სამეცნიერო ნაშრომის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები:

  • „სამეცნიერო ნაშრომის სათაურის, აბსტარქტის, შესავლისა და ლიტერატურის მიმოხილვა“;
    „კვლევის მონაცემთა მენეჯმენტი“;
  • „Citavi & Nvivo პროგრამების გამოყენება კვლევითი მიზნებისთვის“;
  • “როგორ ვუპასუხოთ კრიტიკას ჟურნალში გამოსაქვეყნებელ სტატიებზე“;
  • „ფორმალური მეილის წერის ეტიკეტი“;
  • „პრეზენტაციის უნარების განვითარება“.

კვლევითი სემინარების ბოლო შეხვედრა 27 აპრილს გაიმართა და მას უძღვებოდა დოქტორი, ტეხასის A&M უნივერსიტეტის პროფესორი სინდი გერერო. მან დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა გამოცდილება და მისცა რჩევები პრეზენტაციის სტრუქტურის, აუდიტორიის ჩართულობისა და სხვა სპეციფიკური ასპეექტების შესახებ.

კვლევითი სემინარების დახურვის საზეიმო ცერემონია გაიმართება 2023 წლის 1 ივნისს, რომელზეც მონაწილეებს ტეხას ა&მ უნივერსიტეტის სერტიფიკატები გადაეცემათ.

The post დასრულდა ტეხას ა&მ უნივერსიტეტის სემინარების სერია, რომელშიც გრუნის 60-მდე ახალგაზრდა მკვლევარი და აკადემიური პერსონალი მონაწილეობდა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15228

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


თირკმელი


„თქვენ გამორჩეული თაობა ხართ!“ –ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვა სკოლის...


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


კახა დოლიძე - ერთი შემოდგომის, ერთმა მოგონებამ


Siberian Education / ციმბირული აღზრდა - ქართულად დუბლირებული


ბინძური ჰარი /Dirty Harry - ქართულად


- მარტო გადაკუზული (რაკამ)


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


ასეტრინა მარინადში


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


Smallville / სმოლვილი (ქართულად)


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


მარსელი / The Martian - ქართულად დუბლირებუილ


ხმალი ქვაში / The Sword in the Stone (1963)


რამდენიმე ანეგდოტი სვანებზე



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>