Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

გიორგი კაკაურიძე: დაფინანსება განათლების მიმართულებით მუდამ მზარდი იქნება

$
0
0

საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ განათლების და მეცნიერების სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტის 3 თვის შესრულების მაჩვენებელი 100,5%-ს შეადგენს, შესაბამისად, ყველა პროგრამაში არის 99-100%, რიგ შემთხვევაში კი უფრო მაღალი მაჩვენებელიც.

ამის შესახებ მან პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში ისაუბრა, რის შემდეგაც EDU.ARIS.GE-მ გიორგი კაკაურიძეს დამატებითი კითხვებით მიმართა. ჩვენ დავინტერესდით, როგორი უნდა იყოს განათლების სექტორის დაფინანსება, რომ ქვეყნის ეკონომიკის გამაძლიერებლის ფუნქცია შეასრულოს.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ ზუსტ ციფრებზე საუბარი უჭირს, რადგან დღევანდელი ციფრი ხვალ არაადეკვატური იქნება და ამავდროულად გუშინდელზე ბევრად მეტი.

„საჭიროების შესაბამისად უნდა იყოს ყველა ის სექტორი დაფინანსებული, რომელიც ეხება განათლებას – დაწყებითი განათლებიდან დაწყებული, დამთავრებული უმაღლესი განათლებით და მეცნიერების მიმართულებით. ეს უნდა იყოს საჭიროებაზე დაფუძნებული, შესაბამისი დაფინანსება. როგორი, რამდენი – რამდენის საჭიროებაც იქნება”, – თქვა გიორგი კაკაურიძემ EDU.ARIS.GE-სთან.

ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ბიუჯეტი დღევანდელი მოცემულობით აბსოლუტურად ადეკვატურია, მაგრამ განათლების ხარისხის გაზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა იგეგმება, რაც დამატებითი ფინანსების მობილიზებას საჭიროებს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება გადასადგმელი მნიშვნელოვანი ნაბიჯები განათლების ხარისხის გაზრდის მიმართულებით, ამას სჭირდება დრო – როგორც ხარისხის, ასევე ფინანსების მობილიზებას. რაც მთავარია, ჩვენთვის განათლება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და სწორედ ამიტომ, დაფინანსების ზრდა განათლების მიმართულებით იქნება მუდამ მზარდი“

კითხვაზე, როცა ვამბობთ, რომ ბიზნესს პროფესიონალი კადრების აყვანა უჭირს და შრომის ბაზარზე დეფიციტია, როგორ უნდა დააინტერესოს სახელმწიფომ ახალგაზრდები პროფესიული განათლებით, გიორგი კაკაურიძემ ასეთი პასუხი გაგვცა: საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ პროფესიული განათლების კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილი ძალიან მალევე იწყებს მუშაობას.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში 10 მაისს მოისმინა.

ასევე იხილეთ:

„ჩვენი ჩატარებული გაკვეთილი მხოლოდ 6 ლარი გამოდის, რაც შეუსაბამოა შრომით კოდექსთან“

მოამზადა ბაჩანა ტყემალაძემ

The post გიორგი კაკაურიძე: დაფინანსება განათლების მიმართულებით მუდამ მზარდი იქნება first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


Saw V / ხერხი 5 - ქართულად დუბლირებული


ნამცხვარი ”სინაზე”


Skins / მოზარდები (ქართულად) სეზონი 1


ალკატრასი ქართულად / Alcatraz 2018


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


კრიდი: როკის მემკვიდრეობა / Creed - ქართულად დუბლირებული


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


პეპი, ლუსი, ბომი და სხვა გოგონები / Pepi, Luci, Bom y otras chicas del montón...


ანნა ფრიტცის გვამი / El cadáver de Anna Fritz / Труп Анны Фритц (2015) - რუსულად


რამდენიმე ანეგდოტი სვანებზე


სტაფილოს კექსი ( სამარხვო)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>