Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

„ქართულში წერითი დავალება არ გასწორდება, თუ…“ –რაზე აფრთხილებს NAEC 2023 წლის აბიტურიენტებს

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნანა ლოლაძემ, 2023 წლის აბიტურიენტების კითხვებს 15 მაისს, ონლაინ ღია კარის დღის ფარგლებში უპასუხა და მისცა რჩევებიც, თუ რა უნდა გაითვალისწინონ ტესტზე მუშაობისას.

გამოცდების ცენტრმა რამდენიმე საინტერესო რეკომენდაცია გამოარჩია და მათ შორის არის გარემოება, რომლის დროსაც აბიტურიენტის წერითი დავალება არ გასწორდება:

  • გამოცდაზე სწორად გაანაწილეთ დრო, რათა აუჩქარებლად შეძლოთ თითოეულ დავალებაზე მუშაობა;
  • ტექსტის რედაქტირების დავალების შესრულებისას ჯერ ყურადღებით უნდა წაიკითხოთ მოცემული ტექსტი და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოთ შეცდომებისა და ხარვეზების გასწორება. ნუ შეცვლით ცალკეულ სიტყვებსა და კონსტრუქციებს კონტექსტის გააზრების გარეშე;
  • გულდასმით გაეცანით ტესტის მეორე ნაწილში შემოთავაზებულ ტექსტებსა და დავალებების პირობებს და ამის შემდეგ აირჩიეთ ტექსტი, რომლის მიხედვითაც უნდა უპასუხოთ წაკითხულის გააზრების კითხვებს და შეასრულოთ წერითი დავალება;
  • წერითი დავალება არ გასწორდება, თუ თქვენი მსჯელობა შემოიფარგლება ოთხი-ხუთი წინადადებით, ხოლო თუ მისი მოცულობა არ აღემატება 150 სიტყვას, არ შეფასდება ენობრივი თვალსაზრისით (VIII, IX და X კრიტერიუმების მიხედვით);
  • დავალებები შესრულებული უნდა იყოს გასაგები (გარკვეული) ხელწერით. კალიგრაფიის გამო ქულა არ დაგაკლდებათ, მაგრამ ის მონაკვეთები, რომელთა ამოკითხვაც გაძნელდება, შეფასებისას მხედველობაში არ იქნება მიღებული;
  • დაიტოვეთ საკმარისი დრო პასუხების ფურცელზე თქვენი ნამუშევრის მშვიდად გადასატანად.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

The post „ქართულში წერითი დავალება არ გასწორდება, თუ…“ – რაზე აფრთხილებს NAEC 2023 წლის აბიტურიენტებს first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


ლიმფური ჯირკვლები


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


Love Sonia / სიყვარულით სონია (ქართულად)


პეპი, ლუსი, ბომი და სხვა გოგონები / Pepi, Luci, Bom y otras chicas del montón...


Saw V / ხერხი 5 - ქართულად დუბლირებული


- მარტო გადაკუზული (რაკამ)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>