მეთორმეტეკლასელებისთვის გაცდენების ექსტერნის გამოცდები დღეს, 29 მაისს დაიწყო და 9 ივნისს დასრულდება – ამის შესახებ, EDU.ARIS.GE-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს.
მოსწავლეები, რომლებსაც გარკვეულ საგნებში გაცდენების დიდი რაოდენობა – 30 პროცენტზე მეტი დაუგროვდათ, გაცდენების გამოცდებს დღეიდან ჩააბარებენ.
მოსწავლემ, 10 ქულიანი ტესტიდან 50%-იანი საგამოცდო ბარიერი უნდა გადალახოს, სხვა შემთხვევაში კი წელს ატესტატის გარეშე დარჩება.
გაცდენების გამოცდების ჩატარების საორგანიზაციო პროცედურებს სკოლები თავად უზრუნველყოფენ.
განათლების სამინისტროს ცნობით, გაცდენების ექსტერნი გამოცდების შედეგები 10 კალენდარული დღის შემდეგ იქნება ცნობილი.
ასევე იხილეთ:
როგორ უნდა ავიღოთ მე-12 კლასის ატესტატი ექსტერნი გამოცდების საშუალებით
The post მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის, გაცდენების ექსტერნი გამოცდები დღეს დაიწყო first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.





