სააგენტო იუპიაის ცნობით, 26 მაისს, ჩიკაგოს გარეუბანში, საშუალო სკოლის დამთავრების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.
სკოლა ვერნონ-ჰილსის (ილინოისის შტატი, აშშ) დიპლომების გადაცემის ღონისძიებაზე უჩვეულო არაფერი ხდებოდა… გარდა იმისა, რომ კურსდამთავრებულთა შორის ტყუპების 12 წყვილი და ერთი სამეული იღებდა მონაწილეობას.
სკოლის დირექტორი, ჯონ გეიმო, თავადაც ტყუპისცალია.
თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ილინოისში კიდევ ერთი სკოლააა, რომელმაც 2017 წელს მოიპოვა გინესის ორი რეკორდი, დიახ! ნიუ ტრიერის საშუალო სკოლაში, ვინეტკაში, სკოლის მეორე კლასში სწავლობს ტყუპების 45 წყვილი და ერთი სამეული.
The post ილინოისის სკოლის დამამთავრებელ კლასში ტყუპების 12 წყვილს და ერთ სამეულს დიპლომები გადაეცა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.







