Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 14484

საგნის გამოცდა 2023 წელს იტალიურ ენაშიც ჩატარდება –ახალი ბრძანება

$
0
0

„საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში ცვლილებები შევიდა.

15 ივნისით დათარიღებულ ცვლილების დოკუმენტში, რომელსაც ხელს აწერს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებელი და მინისტრის მოადგილე, გელა გელაძე, ვკითხულობთ, რომ საგნის გამოცდა 2023 წელს იტალიურ ენაშიც ჩატარდება, სხვადასხვა თავისებურებების გათვალისწინებით.

ბრძანებაში არ არის დაკონკრეტებული გამოცდა ზაფხულში დაგეგმილ მასწავლებელთა საგნის გამოცდებთან ერთად ჩატარდება თუ სხვა თარიღებში, თუმცა, დადგენილია, რომ იტალიური ენის ტესტირება ჩატარდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმატით.

“იტალიური ენის ტესტური დავალებების შემუშავებას უზრუნველყოფს სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და გადასცემს ცენტრს ტესტირებამდე არაუგვიანეს 1 თვისა. იტალიური ენის ტესტისათვის გამოყოფილ საგამოცდო დროსა და მაქსიმალურ ქულას ცენტრი (ნავარაუდევია გამოცდების ცენტრი ავტ,) ადგენს სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით”,- ვკითხულობთ გამოქვეყნებულ ბრძანებაში.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

The post საგნის გამოცდა 2023 წელს იტალიურ ენაშიც ჩატარდება – ახალი ბრძანება first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 14484

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>