Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15228

QS-მა მსოფლიოში საუკეთესო უნივერსიტეტების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა –რომელ ადგილებს იკავებს 2 ქართული უნივერსიტეტი

$
0
0

სააგენტო Quacquarelli Symonds-მა მსოფლიოში საუკეთესო უნივერსიტეტების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა – QS World Universities Rankins 2024. რეიტინგში, რომელიც 1500-ზე მეტ საგანმანათლებლო დაწესებულებას აერთიანებს, ტოპ-ათეულში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის უნივერსიტეტები ლიდერობს, ხოლო პირველ ადგილს, ბოლო 12 წელია, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი იკავებს (MIT).

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტს, რომელიც უმაღლესი, 100 ქულითაა შეფასებული, 99.2 ქულით კემბრიჯის უნივერსიტეტი მოსდევს. მესამე ადგილს კი, 98.9 ქულით, ოქსფორდის უნივერსიტეტი იკავებს.

ადგილები პირველ ათეულში ასე განაწილდა:

1. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი
2. კემბრიჯის უნივერსიტეტი
3. ოქსფორდის უნივერსიტეტი
4. ჰარვარდის უნივერსიტეტი
5. სტენფორდის უნივერსიტეტი
6. ლონდონის იმპერიული კოლეჯი
7. ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტი (ETH Zurich)
8. სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტი
9. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი
10. კალიფორნიის უნივერსიტეტი (ბერკლი)

QS-ს მსოფლიო უნივერსიტეტების 2024 წლის საერთაშორისო რეიტინგში ორი ქართული უნივერსიტეტი მოხვდა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 801-850 ადგილი, ხოლო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სხვა უნივერსიტეტებთან ერთად, სიის ბოლოსკენ აღმოჩნდა – 1401+ ადგილი.

მსოფლიო უნივერსიტეტების წლიური შეფასება ეყრდნობა 17.5 მილიონი აკადემიური ნაშრომის ანალიზს. ასევე, 240.000-ზე მეტი აკადემიური ფაკულტეტის ექსპერტებისა და დამსაქმებელთა მოსაზრებებს მთელი მსოფლიოდან.

QS-ი წელს პირველად უნივერსიტეტების რეიტინგს 9 ინდიკატორის მიხედვით ადგენს, ესენია: აკადემიური რეპუტაცია, დამსაქმებლის რეპუტაცია, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების რაოდენობის თანაფარდობა, ციტირების მაჩვენებელი, საერთაშორისო აკადემიური პერსონალისა და საერთაშორისო სტუდენტების წილი საერთო რაოდენობაში, საერთაშორისო სამეცნიერო კვლევების ქსელი, დასაქმების შედეგები და მდგრადობა.

QS World University Ranking-ში ერთი მნიშვნელოვანი ტენდენციაც შეინიშნება. 2018-სა და 2024 წლის შუალედში, მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში მნიშვნელოვნად გაიზარდა აზიური, ლათინურ-ამერიკული, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკული უნივერსიტეტების წარმომადგენლობა. თუკი 2018 წელს, ჩამოთვლილი რეგიონების უმაღლესი სასწავლებლები რეიტინგის მხოლოდ 37% პროცენტს შეადგენდა, 2024 წელს ეს რიცხვი 46%-მდე გაიზარდა.

The post QS-მა მსოფლიოში საუკეთესო უნივერსიტეტების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა – რომელ ადგილებს იკავებს 2 ქართული უნივერსიტეტი first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15228

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


თირკმელი


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


გასეირნება ყარაბაღში 2 - კონფლიქტის ზონა / A Trip to Karabakh 2 - ქართულად


ხმალი ქვაში / The Sword in the Stone (1963)


გოგონა მარგალიტის საყურით / Girl With a Pearl Earring - ქართულად



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>