Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

თბილისის ბაგა-ბაღებში საყოველთაო რეგისტრაციისთვის 7500-მდე თავისუფალი ადგილი იქნება –დეტალები

$
0
0

თბილისის ბაგა-ბაღებში, 2023-2024 სააღმზრდელო წლისთვის საყოველთაო რეგისტრაცია 25 ივლისიდან უნდა დაიწყოს. 19 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციის დაწყებისთვის 7500-მდე თავისუფალი ადგილი იქნება. წელს განხორციელებული ცვლილების შემდეგ, რეგისტრაციის პროცესში, სხვა ჯგუფებთან ერთად, პრიორიტეტი მიენიჭათ და ადრე რეგისტრაცია შეძლეს მუნიციპალური საბავშვო ბაღების თანამშრომელთა შვილებმა. გასულ წლებში პირველ ეტაპზე, პრიორიტეტული სოციალური ჯგუფების, ხოლო მეორე ეტაპზე, საყოველთაო რეგისტრაცია მიმდინარეობდა.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე – მიზნობრივი სოციალური ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვების რეგისტრაციის შედეგად, 2 621 აღსაზრდელი დარეგისტრირდა და მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა. რეგისტრაციის მეორე ეტაპზე კი, რომელშიც მხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები მონაწილეობდნენ, უკვე 5 000-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული.

რეგისტრაციის ეტაპები და ინსტრუქცია

“25 ივლისიდან დაიწყება მესამე ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია. აღნიშნულ ეტაპზე 7 500-მდე თავისუფალ ადგილზე გამოცხადდება რეგისტრაცია, სადაც თბილისის საჯარო ბაღებში ჩარიცხვის შესაძლებლობა ეძლევა 2-დან 6 წლამდე ასაკის ნებისმიერ ბავშვს, როგორც საქართველოს მოქალაქეობის, ისე ბინადრობის ნებართვის მქონე პატარებს”, – განაცხადა 19 ივლისს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.

The post თბილისის ბაგა-ბაღებში საყოველთაო რეგისტრაციისთვის 7500-მდე თავისუფალი ადგილი იქნება – დეტალები first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

Latest Images

Trending Articles


გისოსებს მიღმა... (სრულად)


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


მარტოსულობის უპირატესობანი / The Perks of Being a Wallflower - ქართულად


ტაქსი / Taxi - ქართული ფილმი


- მარტო გადაკუზული (რაკამ)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>