დღეს, 7 აგვისტოს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა აბიტურიენტთა გამოცდის პირველადი შედეგები და შეფასების სქემები (სწორი პასუხები) ლიტერატურაში, სამოქალაქო განათლებასა და ფიზიკაში.
საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ.
ლიტერატურის ტესტის მაქსიმალური ქულაა 70, სამოქალაქო განათლების – 60, ფიზიკის კი – 63. აბიტურიენტებს თითოეული ზემოხსენებული საგნის გამოცდა ჩაბარებულად ჩაეთვლებათ, თუ გადალახეს ამ საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტი.
2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები და შეფასების სქემები
ხვალ, 8 აგვისტოდან დაიწყება საპრეტენზიო განაცხადების მიღების პროცესი, რომელიც სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. საპრეტენზიო განაცხადების მიღება ელექტრონულ ფორმატში იქნება შესაძლებელი. აბიტურიენტს უფლება აქვს, გაასაჩივროს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
The post ლიტერატურა, ფიზიკა და სამოქალაქო განათლება – 2023 წლის აბიტურიენტთა პირველადი შედეგების გამოქვეყნება დასრულდა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.



