Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15227

როგორ განისაზღვრება მითითებული საგანმანათლებლო პროგრამებიდან რომელზე უნდა მოიპოვოს სწავლის გაგრძელების უფლება აბიტურიენტმა

$
0
0

2023 აბიტურიენტებს საბოლოო შედეგები აგვისტოს ბოლომდე ეცოდინებათ. სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების შესახებ ინფორმაციას საგნობრივი კომისიის მიერ აბიტურიენტთა ნაშრომის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადების განხილვის დასრულების შემდეგ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოაქვეყნებს.

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გაცნობა შესაძლებელი იქნება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge.

როგორ მოიპოვებს აბიტურიენტი სწავლის გაგრძელების უფლებას და როგორ გამოიანგარიშება საკონკურსო ქულა თითოეულ პროგრამაზე

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დეტალურად განმარტავს თუ როგორ განისაზღვრება მითითებული საგანმანათლებლო პროგრამებიდან რომელზე უნდა მოიპოვოს სწავლის გაგრძელების უფლება აბიტურიენტმა.

საგნობრივი კომისიების მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, აკადემიურ პროგრამაზე აბიტურიენტთა განაწილების მიზნით ადგენს კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტს

სახელოვნებო-შემოქმედებით ან/და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე ან სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში აბიტურიენტები გადანაწილდებიან ამ პროგრამაზე აბიტურიენტთა ჩასარიცხად გამოცხადებული ადგილების რაოდენობის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი კონკურსის, აბიტურიენტის მიერ მიღებული საკონკურსო ქულის, აბიტურიენტის მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალისა და საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტის/კოეფიციენტების, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე საგნების პრიორიტეტულობის გათვალისწინების საფუძველზე.

აკადემიურ პროგრამაზე რანჟირებული სიიდან სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებს მაღალი შეფასების მქონე აბიტურიენტთა ის რაოდენობა, რომელსაც განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აკადემიური პროგრამისათვის.

თუ აბიტურიენტს ჩაბარებული აქვს კონკრეტული აკადემიური პროგრამისთვის დაწესებული ორი ან მეტი დამატებითი საგნის გამოცდა, შესაბამის აკადემიურ პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხის გადაწყვეტისთვის კოეფიციენტებით რანჟირებისას გათვალისწინებული იქნება აბიტურიენტის მიერ დამატებითი საგნის გამოცდებში მიღებული უმაღლესი სკალირებული ქულა. თუ ამ ქულით აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება, კოეფიციენტებით რანჟირების დროს გათვალისწინებული იქნება აბიტურიენტის მიერ სხვა დამატებითი საგნის გამოცდაში/გამოცდებში მიღებული შემდგომი უმაღლესი სკალირებული ქულა. თუ ამ დამატებითი საგნის გამოცდებში მიღებული უმაღლესი სკალირებული ქულები იდენტურია, კოეფიციენტებით რანჟირების დროს პირველ რიგში გათვალისწინებული იქნება იმ საგნის გამოცდის უმაღლესი სკალირებული ქულა, რომლისთვისაც დადგენილია მისაღები ადგილების მეტი რაოდენობა, ხოლო შემდგომ იმ საგნის გამოცდის უმაღლესი სკალირებული ქულა, რომლისთვისაც დადგენილია მისაღები ადგილების ნაკლები რაოდენობა. იდენტური ადგილების რაოდენობის შემთხვევაში, კოეფიციენტებით რანჟირებისას გათვალისწინებული იქნება დამატებითი საგნის გამოცდის უმაღლესი სკალირებული ქულა დადგენილი საგნების ჩამონათვალის შესაბამისად (ფიზიკა; ქიმია; ბიოლოგია; გეოგრაფია; ლიტერატურა; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; სამოქალაქო განათლება).

თუ აბიტურიენტი დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, საექთნო საქმის, სამეანო საქმის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, ოკუპაციური თერაპიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მიზნებისათვის აბარებს ფიზიკის, მათემატიკისა და ქიმიის საგნებიდან ორს ან მეტს, ასევე თუ საგანმანათლებლო პროგრამისათვის რელევანტურ საგნად განსაზღვრულია როგორც მათემატიკა, ისე ისტორია და აბიტურიენტი აბარებს ორივეს, შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხი გადაწყდება ზემოთ მოცემული წესის შესაბამისად.

თუ რამდენიმე აბიტურიენტს ერთი და იმავე აკადემიურ პროგრამაზე მოსახვედრად საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელ საგნებში, მათ შორის პრიორიტეტულ საგანში, მოპოვებული აქვს თანაბარი საკონკურსო ქულა და მათი ჩარიცხვის შემთხვევაში ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს ამ პროგრამაზე გამოცხადებულ ადგილთა რაოდენობას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე დაემატება მისაღებ სტუდენტთა ადგილების ის რაოდენობა, რაც აუცილებელია თანაბარქულიანი აბიტურიენტების ჩასარიცხად. იმ შემთხვევაში, თუ ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროგრამისთვის გამოყოფილი ადგილებისთვის შესაბამის წელს განსაზღვრული მისაღები სტუდენტების რაოდენობის ფარგლებს, დამატებული სტუდენტების რაოდენობა მოაკლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს დადგენილ მისაღებ სტუდენტთა კონტინგენტს.

თუ აბიტურიენტის მიერ მიღებული საკონკურსო ქულები საკმარისი არ აღმოჩნდა მის მიერ მითითებული რეიტინგული ჩამონათვალის პირველ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად, მაშინ განიხილება ჩამონათვალში მითითებულ მეორე საგანმანათლებლო პროგრამაზე მისი სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების საკითხი და ა. შ. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი მოიპოვებს სწავლის გაგრძელების უფლებას რეიტინგული ჩამონათვალის რომელიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე, მაშინ რეიტინგულ სიაში მითითებულ მომდევნო საგანმანათლებლო პროგრამაზე მისი სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების საკითხი აღარ განიხილება. კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საკონკურსო ქულას, რომელიც გამოითვლება ყველა საგანმანათლებლო პროგრამისათვის ცალ-ცალკე (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამისთვის დადგენილი კოეფიციენტების შესაბამისად) და არა იმას, თუ რა ადგილი მიანიჭა აბიტურიენტმა თავის რეიტინგულ ჩამონათვალში ამ კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამას.

როდის გამოქვეყნდება სწავლის გაგრძელების უფლებამოპოვებულ აბიტურიენტთა სია

საგნობრივი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ამტკიცებს რანჟირების დოკუმენტს, რომელიც დგება კოეფიციენტების შესაბამისად. მასში მითითებულია იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ის საგანმანათლებლო პროგრამა, სადაც მოიპოვა აბიტურიენტმა სწავლის გაგრძელების უფლება და ასევე ინფორმაცია სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის თაობაზე. ეს ინფორმაცია განთავსდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე და დაიგზავნება შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რის შემდეგაც აბიტურიენტებმა ჩარიცხვის მიზნით უნდა მიმართონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რათა საბოლოოდ მოიპოვონ სტუდენტის სტატუსი.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

The post როგორ განისაზღვრება მითითებული საგანმანათლებლო პროგრამებიდან რომელზე უნდა მოიპოვოს სწავლის გაგრძელების უფლება აბიტურიენტმა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15227

Latest Images

Trending Articles


Batman: Gotham Knight / ბეტმენი: გოთემის რაინდი (ქართულად)


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


კრიდი: როკის მემკვიდრეობა / Creed - ქართულად დუბლირებული


მომკალი ნაზად / Killing Me Softly / Убей меня нежно (2002)


ხმალი ქვაში / The Sword in the Stone (1963)


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


თირკმელი


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


პეპი, ლუსი, ბომი და სხვა გოგონები / Pepi, Luci, Bom y otras chicas del montón...


Saw V / ხერხი 5 - ქართულად დუბლირებული


- მარტო გადაკუზული (რაკამ)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>