შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2023 წელს 128 440-ზე მეტი ნაშრომიდან გასაჩივრდა 4 292 (3.34%)
შეფასება შეიცვალა სულ 1498 ნაშრომის შემთხვევაში, ქულა მოემატა 1473 ნაშრომს, ხოლო ქულის დაკლება მოხდა 25 ნაშრომის შემთხვევაში.
წელს ყველაზე მეტმა გამოსაცდელმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგი გაასაჩივრა, ყველაზე ნაკლებმა კი ფრანგული ენის გამოცდის შედეგი.
გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით:
ქართული ენა და ლიტერატურა – 1588;
ისტორია – 796;
ინგლისური ენა – 754;
მათემატიკა – 510;
ბიოლოგია – 228;
სამოქალაქო განათლება – 114.
ქიმია – 60;
ლიტერატურა – 52;
ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულ ენაზე) – 41;
ფიზიკა – 40;
ზოგადი უნარები (სომხურ ენაზე) – 37;
გეოგრაფია – 29;
გერმანული ენა – 19;
რუსული ენა – 15;
ხელოვნება – 7;
ფრანგული ენა – 2;
ამავე თემაზე:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
The post გასაჩივრების შედეგად ქულა 1498 აბიტურიენტს შეეცვალა – გამოცდები 2023 first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


