Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ახალი სააღმზრდელო წელი 18 სექტემბერს დაიწყება –დეტალები

$
0
0

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ახალი, 2023-2024 სააღმზრდელო წელი 18 სექტემბერს დაიწყება. როგორც EDU.ARIS.GE-ს დღეს, 13 სექტემბერს, დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ახალ სააღმზრდელო წელს სამი ახალი საბავშვო ბაღით ხვდება – სამგორის რაიონში გაიხსნება N130 საბავშვო ბაღის შენობა, ჩუღურეთის რაიონს N125 ბაღის შენობა შეემატება, კრწანისის რაიონში კი, აღსაზრდელებს პირველად N108 საბავშვო ბაღი მიიღებს.

ბაღების მშენებლობის პარალელურად, ზაფხულში 100-ზე მეტ საბავშვო ბაღში ჩატარდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები, რათა ახალი სააღმზრდელო წლიდან პატარებს კიდევ უფრო კეთილმოწყობილი და უსაფრთხო გარემო დახვდეთ.

„აღსანიშნავია, რომ წელს პირველად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ აღსაზრდელთა რეგისტრაცია ახალი წესით განახორციელა, რის შედეგადაც მაქსიმალურად დავაკმაყოფილეთ მოთხოვნა საჯარო ბაგა-ბაღებზე და ახალი სააღმზრდელო წლისთვის 15 000-ზე მეტი აღსაზრდელია უკვე დარეგისტრირებული, დედაქალაქს კი, ჯამში, 188 ბაღი ემსახურება“, – განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, გოგი ჩიქოვანმა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 18 სექტემბერს თბილისის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღში პატარა აღსაზრდელებს საზეიმო და მხიარული ღონისძიებებით დახვდებიან.

The post თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ახალი სააღმზრდელო წელი 18 სექტემბერს დაიწყება – დეტალები first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


ლობიო ძმრით


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


მეგობარ ბიჭს(სანდრექსას)


ორნი ქალაქში / Deux hommes dans la ville - ქართულად


ხმალი ქვაში / The Sword in the Stone (1963)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>