Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

400, 500 ან 1000 ლარი –საჯარო დაწესებულებებში სტაჟიორთა შრომის ანაზღაურების ზღვრული ოდენობები დაწესდება

$
0
0

“საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება შედის, რომელიც საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობას შექმნის. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი 27 სექტემბერს დაუჭირა.

საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძის განცხადებით, საჯარო დაწესებულებების ყოველდღიურ საქმიანობაში აღსანიშნავია სტაჟიორთა როლი და ამიტომ, მათი შრომის ანაზღაურების შესაძლებლობის საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგება მნიშვნელოვანია.

ცვლილების თანახმად, საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორთა რაოდენობისა და მათი შრომის ანაზღაურების ზღვრული ოდენობები განისაზღვრება და მოწესრიგდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით.

„საუბარია დაახლოებით, 400-500 ლარზე, თუმცა დათქმა გვაქვს დეფიციტურ პროფესიებთან მიმართებით, რომ თუ უწყებას ამის საშუალება აქვს, უფრო მაღალი კოეფიციენტით განსაზღვროს ანაზღაურება. ამ შემთხვევაში, დაახლოებით 1000 ლარზეა საუბარი“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

შეგახსენებთ, რომ სტაჟირების პროგრამას საჯარო დაწესებულებებში აქტიურად გადიან სტუდენტებიც. სახელმწიფო სტაჟირების პროგრამით ყოველწლიურად არაერთი წარჩინებული სტუდენტი სარგებლობს.

The post 400, 500 ან 1000 ლარი – საჯარო დაწესებულებებში სტაჟიორთა შრომის ანაზღაურების ზღვრული ოდენობები დაწესდება first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

Latest Images

Trending Articles


ბნელი ნაკადი / Dark Feed (2013)


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


ფეხმდზიმობა


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


- მარტო გადაკუზული (რაკამ)


სტაფილოს კექსი ( სამარხვო)


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ალკატრასი ქართულად / Alcatraz 2018


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


The Young Pope / ახალგაზრდა პაპი ყველა სეზონი (ქართულად)


ორი ძმა / Deux freres - ქართულად


სომეხი ბავშვი იხრჩობა ზღვაში.


ბანანის ნამცხვარი კაკაოთი



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>