Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

განათლების სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტს კომპეტენციები გაეზარდა –ცვლილება მთავრობის დადგენილებაში

$
0
0

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შესული ცვლილებების თანახმად, სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტს კომპეტენციები გაზრდილია.

დადგენილების იმ რედაქციის თანახმად, რომელიც 2023 წლის სექტემბერში განხორციელებულ ცვლილებებს მოიცავს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის კომპეტენციები და ვალდებულებები ასეთია:

ა) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირების პროცესში ჩართულობა და ამ პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიის შესრულების ხელშეწყობა;

ბ) საკანონმდებლო წინადადებების ინიციირება, რომლებიც უზრუნველყოფენ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის მოდერნიზაციას;

გ) ქვეყნის საჭიროებებზე ორიენტირებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციების განვითარების მხარდაჭერა;

დ) მეცნიერებაში საბაზო დაფინანსების პარალელურად, შედეგზე ორიენტირებული დაფინანსების სისტემის იმპლემენტაცია;

ე) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროს მართვის სისტემის სრულყოფა;

ვ) უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებში კვლევების გზით ახალი ცოდნის შეტანის პროცესის ხელშეწყობა;

ზ) სამეცნიერო კვლევების სამართლიანი, ობიექტური (მონაცემებზე დაფუძნებული) და გამჭვირვალე შეფასების სისტემის დანერგვის ხელშეწყობა;

თ) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაფართოება; ქართველ მკვლევართა საერთაშორისო კვლევით კოლაბორაციულ პროექტებში მონაწილეობის წახალისება;

ი) საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებებისა და კვლევების წახალისება საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ;

კ) ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდამჭერი პროგრამების წახალისება;

ლ) მეცნიერების პოპულარიზაცია;

მ) კერძო სექტორსა და მეცნიერებას შორის კავშირის გაღრმავება; ტექნოლოგიური ტრანსფერის და კომერციალიზაციაზე ორიენტირებული პროექტების კვლევითი ნაწილის განხორციელების მხარდაჭერა;

ნ) ეროვნული სამეცნიერო საგრანტო კონკურსების ეფექტიანობის შეფასების პროცესში ჩართულობა/ხელშეწყობა;

ო) ქვეყნის მასშტაბით სამეცნიერო კვლევითი ინფორმაციის ეროვნული ელექტრონული პლატფორმის შექმნის ხელშეწყობა;

პ) უნივერსიტეტებში ინტეგრირებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების საქმიანობის ხელშეწყობა;

ჟ) სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციასა და მდგრადი განვითარების გეგმების განხორციელებაში ჩართულობა;

რ) საქართველოს სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის სტრატეგიის გათვალისწინებით, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ქართული ენის კვლევისა და განვითარების მხარდაჭერა;

ს) საერთაშორისო დონეზე ქართული ენის პოპულარიზაციის ხელშეწყობა;

ტ) ქართული დიასპორის წარმომადგენლებისათვის ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა;

უ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების, გარდა განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისა, ენობრივი სისწორის შემოწმება;

ფ) მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება“.

The post განათლების სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტს კომპეტენციები გაეზარდა – ცვლილება მთავრობის დადგენილებაში first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


საოცრად გემრიელი ტკბილი ტოსტი


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


კრიდი: როკის მემკვიდრეობა / Creed - ქართულად დუბლირებული


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


პეპი, ლუსი, ბომი და სხვა გოგონები / Pepi, Luci, Bom y otras chicas del montón...


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


Saw V / ხერხი 5 - ქართულად დუბლირებული


ნამცხვარი ”სინაზე”


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


ალკატრასი ქართულად / Alcatraz 2018


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


Killing Eve / ევას მკვლელობისას (ქართულად)


ანნა ფრიტცის გვამი / El cadáver de Anna Fritz / Труп Анны Фритц (2015) - რუსულად


რამდენიმე ანეგდოტი სვანებზე


სტაფილოს კექსი ( სამარხვო)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>