Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

გამოქვეყნდა წესი –დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს 2023 წლის 1-ელი აგვისტოს მდგომარეობით გადასახდელი სწავლის საფასური გაუნულდებათ

$
0
0

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წესი დღეს, 4 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერით გამოქვეყნდა და მასში განსაზღვრულია როგორ განხორციელდება და რა ფასად შეისყიდის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უნივერსიტეტებისგან სტუდენტების დავალიანებებს.

„პრემიერს არ უთქვამს, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის 40 მილიონს დავხარჯავთ“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილე

ბრძანების თანახმად, განათლებისა და მეცნიერებსი სამინისტრომ უნდა გამოისყიდოს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების/ფინანსური დავალიანების საფუძვლით სტატუსშეჩერებული სტუდენტების მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით გადასახდელი სწავლის საფასური.

“უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება და ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს/ფინანსური დავალიანების საფუძვლით სტატუსშეჩერებულ სტუდენტს ჩამოაწეროს ფინანსური დავალიანება. ხოლო სტუდენტი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად ჩამოეწერება ფინანსური დავალიანება, უფლებამოსილია, აღიდგინოს სტუდენტის სტატუსი სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის განმავლობაში”, – ვკითხულობთ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში.

სტატუსაღდგენილი სტუდენტი უფლებამოსილია, ჩაერთოს სასწავლო პროცესში, ხოლო მისი სასწავლო პროცესში ჩართვის მიზნით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, გაზარდოს სტუდენტთა ადგილების რაოდენობა აღნიშნული სტუდენტების სწავლის ვადით და გაზრდის თაობაზე წერილობით აცნობოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.

იხილეთ დეტალური ინფორმაცია უმაღლესებისთვის გადასახდელი სწავლის საფასურის შესახებ

The post გამოქვეყნდა წესი – დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს 2023 წლის 1-ელი აგვისტოს მდგომარეობით გადასახდელი სწავლის საფასური გაუნულდებათ first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

Latest Images

Trending Articles


გისოსებს მიღმა... (სრულად)


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


The Trial / პროცესი (ქართულად)


ბნელი ნაკადი / Dark Feed (2013)


სტუდენტი გამოძახებით / Mes chères études / Студентка по вызову (2010)


ხმალი ქვაში / The Sword in the Stone (1963)


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ვეფხვის სახლი / Tiger house / Дом тигра (2015) - რუსულად


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


საშვილოსნოს ყელში ნაბოთის ცისტა


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


მეგობარ ბიჭს(სანდრექსას)


ტაქსი / Taxi - ქართული ფილმი


- მარტო გადაკუზული (რაკამ)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>