განათლების მე-13 საერთაშორისო გამოფენას ექსპოჯორჯიამ მე-11 პავილიონში 6-7 ოქტომბერს უმასპინძლა.
განათლების მასშტაბურ და მრავალფეროვან გამოფენაზე, სადაც 50-მდე უცხოური და ადგილობრივი უნივერსიტეტები და პროფესიული სასწავლებლები მონაწილეობდნენ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ინფორმაციული სტენდით იყო წარმოდგენილი, რაც დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევდა მიეღოთ დეტალური ინფორმაცია უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების, საზღვარგარეთ გაცვლითი პროგრამებისა და სტუდენტური აქტივობების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ CIU-ს სტენდი ექსპოჯორჯიას მიერ დაჯილდოვდა ნომინაციაში – „საუკეთესო სტენდის კონცეფცია“.
CIU-ს სტენდთან მოსულ დაინტერესებულ პირებს, სტუმრებსა და აბიტურიენტებს საჭირო ინფორმაციას ფაკულტეტების სპეციალისტები, კოორდინატორები, სტუდენტ-მენტორები და თავად სტუდენტებიც აწვდიდნენ.
გიზიარებთ საგამოფენო სივრცეში დაგროვილ ემოციებს
The post კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი განათლების მე-13 საერთაშორისო გამოფენაზე first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.





