Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15172

GRUNI-მ აკადემიური პერსონალისთვის აშშ-ის საელჩოს გაცვლითი პროგრამების ვებინარი ჩაატარა

$
0
0

მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა, აშშ-ის საელჩოსთან თანამშრომლობით, ჩაატარა ვებინარი, რომლის მიზანია აკადემიურ პერსონალს გააცნოს ინფორმაცია აშშ-ს საელჩოს მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების შესახებ.

ამერიკის საელჩოს გაცვლითი პროგრამების კოორდინატორებმა თეა კუჭუხიძემ და თათა თოდრიამ დაწვრილებით ისაუბრეს აკადემიური პერსონალისთვის განკუთვნილი პროგრამების სააპლიკაციო პროცესის, იმ მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესახებ, რომელთა შესრულება პროგრამის მონაწილეთათვის სავალდებულოა.

აშშ-ის საელჩო უკვე მესამე წელია ექსკლუზიურად ატარებს გრუნის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ვებინარებს გაცვლითი პროგრამების შესახებ. ვებინარი ხელს უწყობს პერსონალის პროფესიულ განვითარებასა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას. რექტორის მრჩეველმა, ანა აბესაძემ საელჩოს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა დათმობილი დროისა და ეფექტური თანამშრომლობისთვის.

ვებინარის ბოლოს, დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ პასუხები მათთვის სასურველ კითხვებზე.

The post GRUNI-მ აკადემიური პერსონალისთვის აშშ-ის საელჩოს გაცვლითი პროგრამების ვებინარი ჩაატარა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15172

Latest Images

Trending Articles



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>