Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 14590

17 თებერვალს ილიაუნის ორგანიზებით საქველმოქმედო სპექტაკლი გაიმართება

$
0
0

17 თებერვალს, 20:00 საათზე, კულტურის ცენტრში ”მუზა”, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის ერთობლივი ორგანიზებით, გაიმართება საქველმოქმედო სპექტაკლი ”ვიდრე უფლისწული თავს მოიკლავს”(16+).

ილიაუნის ცნობით, ბილეთის ფასია 5 ლარი. სპექტაკლიდან შემოსული მთელი თანხა გადაირიცხება 32 წლის მარი ბურდულის დასახმარებლად.

ასევე თანხის გადარიცხვა შესაძლებელია შემდეგ ბმულებზე: WeHelp.ge და gofundme.com.

როგორც ილიაუნიში განმარტავენ, მარი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელია. ის 32 წლის არის და 3 მცირეწლოვანი შვილის დედაა. მარი ბურდულს დაუდგინდა ქოროიდალური მალიგნანტური მელანომა, რაც სასწრაფო მკურნალობას მოითხოვს ძვირადღირებული მედიკამენტებით.

ადგილმდებარეობა: კულტურის ცენტრი ”მუზა” (კუსტბის ქ. #2)


Viewing all articles
Browse latest Browse all 14590

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>