Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

წვევამდელის ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის 1 წლით გადავადების საფასური 5 000 ლარი იქნება –სხვა დეტალები თავდაცვის კოდექსიდან

$
0
0

თავდაცვის ახალი კოდექსით განსაზღვრულია წვევამდელის ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების და ასევე გათავისუფლების სხვადასხვა გარემოებები.

ამასთან, დადგენილია გადავადების მოსაკრებელი იმ პირთათვის, ვინც ზედა კატეგორიებში არ ექცევიან და მათთვის ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის 1 კალენდარული წლით გადავადების საფასური 5 000 ლარი იქნება.

კოდექსის თანახმად, წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე შეიძლება აყვანილ იქნეს 17 წლიდან 27 წლამდე პირი, რომელიც სამხედრო აღრიცხვაზე არ იმყოფება და ამ პირის წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა ხორციელდება აღნიშნული ფაქტის გამოვლენისთანავე.

განსაზღვრულია სამხედრო აღრიცხვაზე აყვანილი პირის ვალდებულებებიც.

პირი ვალდებულია: ა) საცხოვრებელი (რეგისტრაციის) ადგილის შეცვლისას წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად 2 კვირის ვადაში გამოცხადდეს ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; ბ) საზღვარგარეთ 1 თვეზე მეტი ვადით ყოფნის შემთხვევაში მისი დასრულებიდან 2 კვირის ვადაში გამოცხადდეს წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში.

ვინ თავისუფლდება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან

1. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან თავისუფლდება:

ა) პირი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის შეუსაბამოდ არის ცნობილი;

ბ) პირი, რომელმაც სამხედრო სამსახური ან სამხედრო სამსახურის ალტერნატიული სამსახური უცხო ქვეყნის სამხედრო ძალებში გაიარა;

გ) პირი, რომელიც სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის არის ნასამართლევი;

დ) პირი, რომელსაც აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი;

ე) პირი, რომლის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მოქმედების ვადა ამოიწურა, − ამ ვადის ამოწურვიდან აღნიშნული სტატუსის გადამოწმებამდე პერიოდში, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა;

ვ) პირი, რომელმაც გაიარა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური;

ზ) პირი, რომელიც არის ერთადერთი ვაჟი ოჯახში, რომლის 1 წევრი მაინც დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში ან სამხედრო სამსახურის გავლის დროს;

თ) საქართველოს პარლამენტის წევრი.

2. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია შესაბამისი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე გაათავისუფლოს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული წვევამდელი.

3. კომისიის შემადგენლობასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

4. წვევამდელი, რომელიც ექვემდებარება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლებას, გარდა ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობისა, სურვილის შემთხვევაში ნებაყოფლობით გაიწვევა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში.

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების დადგენილი გარემოებები შეგიძლიათ დეტალურად ნახოთ კოდექსის 65-ე მუხლში. მათ შორის არის საგანმანათლებლო პროცესში მონაწილეობით გამოწვეული ვითარებებიც.

ზემოაღნიშნულ პირთა შორის არის წვევამდელი, პირს, რომელმაც გადაიხადა თავდაცვის კოდექსით დადგენილი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებელი – 5 000 ლარი.

“წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებელი არის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი, რომლის გადახდა სავალდებულოა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით სარგებლობისთვის. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის ოდენობა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის 1 კალენდარული წლით გადავადებისთვის 5 000 (ხუთი ათასი) ლარია. პირს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდის უფლებით შეუძლია ისარგებლოს 25 წლის მიღწევამდე”, – ვკითხულობთ ტავდაცვის კოდექსში.

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესს, წვევამდელის ვალდებულებებსა და მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში დამდგარი გარემოებების შესახებ ინფორმაციას გაეცანით თავდაცვის კოდექსის 67-ე მუხლში.

ასევე იხილეთ:

ვის ჩაეთვლება გავლილად წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური – რა წერია ახალ თავდაცვის კოდექსში სამხედრო განათლებაზე

The post წვევამდელის ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის 1 წლით გადავადების საფასური 5 000 ლარი იქნება – სხვა დეტალები თავდაცვის კოდექსიდან first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


საოცრად გემრიელი ტკბილი ტოსტი


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


Killing Eve / ევას მკვლელობისას (ქართულად)


ანნა ფრიტცის გვამი / El cadáver de Anna Fritz / Труп Анны Фритц (2015) - რუსულად


- მარტო გადაკუზული (რაკამ)


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


მასწავლებელთა პროფესიული უნარების გამოცდის ტეტსტები და პასუხები


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


პეპი, ლუსი, ბომი და სხვა გოგონები / Pepi, Luci, Bom y otras chicas del montón...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


კრიდი: როკის მემკვიდრეობა / Creed - ქართულად დუბლირებული


Saw V / ხერხი 5 - ქართულად დუბლირებული


რამდენიმე ანეგდოტი სვანებზე



Latest Images