Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15228

გადამზადდებიან ის მწვრთნელები, რომლებიც მოზარდებს თბილისის მასშტაბით ავარჯიშებენ

$
0
0

თბილისის მუნიციპალიტეტის სპორტულ ცენტრებში დასაქმებული მწვრთნელების პროფესიული გადამზადების პროგრამა იწყება.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, შესაბამის გადამზადებას 200-მდე მწვრთნელი გაივლის.

„თბილისის მერიის მხარდაჭერით, იწყება თბილისის მუნიციპალიტეტის სპორტულ ცენტრებში დასაქმებული მწვრთნელების პროფესიული გადამზადების პროგრამა. გადამზადებას გაივლის 200-მდე მწვრთნელი, რომლებიც ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა სპორტულ ცენტრში ავარჯიშებენ მოზარდებს. გადამზადების კურსი მოიცავს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ტრენინგებს, სადაც მწვრთნელები გაეცნობიან სხვადასხვა სპორტულ სახეობაში შემოტანილ თანამედროვე ტენდენციებს. მათ საერთაშორისო დონის სპეციალისტები გადაამზადებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კურსის დასრულების შემდეგ, პროგრამის მონაწილე მწვრთნელებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.

The post გადამზადდებიან ის მწვრთნელები, რომლებიც მოზარდებს თბილისის მასშტაბით ავარჯიშებენ first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15228

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


თირკმელი


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


გასეირნება ყარაბაღში 2 - კონფლიქტის ზონა / A Trip to Karabakh 2 - ქართულად


ხმალი ქვაში / The Sword in the Stone (1963)


გოგონა მარგალიტის საყურით / Girl With a Pearl Earring - ქართულად



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>