Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15228

თუ სკოლა მოსწავლის წლიური და სემესტრული შეფასების საკუთარ სისტემას ჩამოაყალიბებს  –განმარტება საჯარო სკოლებს ესგ-ის სპეციალისტებისგან

$
0
0

ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესული ცვლილებების გამოქვეყნების შემდეგ ცნობილიგახდა, რომ გაუქმდა განმსაზღვრელი შეფასებების კომპონენტები (საკლასო, საშინაო, შემაჯამებელი) და მოდელები და სკოლებს თავად შეუძლიათ შექმნან განმსაზღვრელი შეფასების ორიგინალური სისტემა და პრინციპები, რომლის მიხედვითაც სასკოლო სისტემაში დაწერილი ნიშნების კონვერტირება მოხდება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ 10 ბალიან სისტემაში.

მოგვიანებით, განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტს ამ ჩანაწერის შინაარსის განმარტება მოუწია, რომელიც სამინისტროს დაქვემდებარებულმა გვერდმა “განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – სასკოლო საზოგადოება” გამოაქვეყნა, სადაც ცვლილების მიზეზებსაც ხსნიან და სკოლის ვალდებულებასაც, თუკი ზოგადსაგანმანათლებლო სისტემა მართლაც საკუთარი შეხედულების საფუძველზე შექმნის მოსწავლის წლიური და სემესტრული შეფასების ფორმას.

როგორც ესგ-ის სპეციალისტები განმარტავენ, ძველი ეროვნული სასწავლო გეგმით მკაცრად იყო ჩამოყალიბებული განმსაზღვრელი (ნიშნიანი) შეფასების კომპონენტები. შესაბამისად, მოსწავლის ნიშნები საკლასო, საშინაო და შემაჯამებელ დავალებებში იწერებოდა, რაც საბოლოოდ სემესტრულ და წლიურ ნიშანს განსაზღვრავდა. ამასთანავე, მკაცრად იყო განსაზღვრული შემაჯამებელი დავალებების რაოდენობა.

“შეფასების განსხვავებული სისტემის არსებობა საჭიროებდა სამინისტროსთან შეთანხმებას. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით აღარ განისაზღვრება საშინაო, საკლასო, შემაჯამებელი დავალებების სავალდებულოობა, შესაბამისად, სკოლა უფლებამოსილია საგნების მიხედვით თავად განსაზღვროს შეფასების სემესტრული თუ წლიური ნიშნის დაანგარიშების სისტემა. სკოლა თავად განსაზღვრავს მოსწავლეთა ინტერესებიდან და საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე თუ რა ფორმებს გამოიყენებს – პროექტის შეფასება, შემაჯამებელი წერები, დიაგნოსტირების ინსტრუმენტები, საკლასო სამუშაოები თუ სხვ. აქედან გამომდინარე შეფასების სისტემა ასახული უნდა იყოს სასწავლო სასკოლო გეგმაში და არ საჭიროებს სამინისტროსთან შეთანხმებას. ეროვნული სასწავლო გეგმის ცვლილებას მხარდამჭერი ღონისძიებები მოჰყვება სამინისტროს მხრიდან”, – წერია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გარდა იმისა, რომ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით სკოლა უფლებამოსილია თავად განსაზღვროს თუ რა კომპონენტებით დაიანგარიშებს მოსწავლის წლიურ, თუ სემესტრულ ნიშანს, მან უნდა გაითვალისწინოს შემდეგი სამი საკითხი:

  • სკოლას შეუძლია შეფასება გააგრძელოს ძველი, აქამდე არსებული მოდელით, ან საკუთარი საჭიროებისა და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები;
  • შეფასების სისტემა ასახული უნდა იყოს სასკოლო სასწავლო გეგმაში;
  • მიმდინარე ცვლილებებზე სამინისტროს მხრიდან განხორციელდება შესაბამისი მხარდამჭერი ღონისძიებები – კონსულტაციები, შეხვედრები, განხილვები, ალტერნატიული მოდელების შეთავაზება და სხვ.

ამ საკითხზე კითხვა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, 24 ნოებერსაც დაუსვეს და კითხვა ასე ჟღერდა: როგორ შეფასებს სკოლა მოსწავლეებს თუ სავალდებულო აღარაა მათი განმსაზღვრელი შეფასებების კომპონენტებით შეფასება (საკლასო, საშინაო, შემაჯამებელი).

“ჩვენ არ გაგვიუქმებია ეს კომპონენტები. უბრალოდ, ისინი მოსწავლეთა შეფასების დროს სავალდებულო კომპონენტები აღარაა. სკოლას, მასწავლებელს, იმ ავტონომიის ფარგლებში, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მივანიჭეთ მეტი უპირატესობა, რომ თვითონ განსაზღვრონ, დაგეგმონ როგორი შეფასების მეთოდი და ფორმულა აქვთ. აქვე ვეუბნებით, რომ ნებისმიერი მათი შერჩეული ფორმულისა თუ მეთოდის დანერგვაში სკოლებს სამინისტრო და მისი შესაბამისი სსიპები დაეხმარებიან”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა 24 ნოებერს.

ამავე თემაზე:

რა შეიცვალა ეროვნულ სასწავლო გეგმაში – ჩამონათვალს განათლების სამინისტრო აქვეყნებს

The post თუ სკოლა მოსწავლის წლიური და სემესტრული შეფასების საკუთარ სისტემას ჩამოაყალიბებს  – განმარტება საჯარო სკოლებს ესგ-ის სპეციალისტებისგან first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15228

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


თირკმელი


ასეტრინა მარინადში


ყოფილი პროკურორი გელა მახარაძე ბათუმში კვარტალის გაშენებას გეგმავს


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


კახა დოლიძე - ერთი შემოდგომის, ერთმა მოგონებამ


Siberian Education / ციმბირული აღზრდა - ქართულად დუბლირებული


ახლო მანძილზე / Close Range - ქართულად დუბლირებული


- მარტო გადაკუზული (რაკამ)


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


I Am Wrath / მე ვარ რისხვა (ქართულად)


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


გამოქვეყნდა სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე გამოყენებული ტესტი


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


გასეირნება ყარაბაღში 2 - კონფლიქტის ზონა / A Trip to Karabakh 2 - ქართულად


ხმალი ქვაში / The Sword in the Stone (1963)


გოგონა მარგალიტის საყურით / Girl With a Pearl Earring - ქართულად



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>