Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15227

სკოლებში მოსწავლეთა და მასწავლებელთა რაოდენობა გაზრდილია –საქსტატი 2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისზე

$
0
0

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 1-ელ დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ვიგებთ, რომ 2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს სკოლებში მასწავლებლებისა და მოსწავლეების რაოდენობა გაზრდილია.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მაჩვენებლების ანგარიშის თანახმად, 2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 634.3 ათასი მოსწავლე სწავლობდა, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 0.2 პროცენტით აღემატება. უწყების ცნობით, საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობის 89.5 პროცენტი სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში – 10.5 პროცენტი. რეგიონებს შორის, ყველაზე მეტი მოსწავლე (35.5%) თბილისში სწავლობს.

რაც შეეხება მასწავლებელთა გაზრდილ რაოდენობას, საქსტატის ცნობით, 2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 63.7 ათასი მასწავლებელი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.2 პროცენტით მეტია. მასწავლებელთა უმრავლესობას ქალები შეადგენენ, კერძოდ, პედაგოგების რიცხოვნობაში ქალების წილი 87.5 პროცენტი, ხოლო კაცების წილი 12.5 პროცენტია.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა 6 ერთეულით არის შემცირებული და 2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის 2 296 იყო.

საინტერესოა მონაცემები, რომელსაც საქსტატი მოსწავლეების მიერ სკოლის სხვადასხვა საფეხურის გავლასთან დაკავშირებით წარმოგვიდგენს:

“2023 წელს საშუალო სკოლა დაასრულა 47 291 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.1 პროცენტით აღემატება. დაწყებითი განათლება მიიღო 56.6 ათასმა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6.0 პროცენტით ნაკლებია, ხოლო საბაზო განათლება – 46.8 ათასმა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 3.9 პროცენტით მეტია. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია იმ მოსწავლეთა რიცხოვნობა, რომელთაც მიიღეს დაწყებითი, საბაზო და საშუალო განათლება, 2019-2023 წლებში”, – ვკითხულობთ საქსტატის ანგარიშში.

საქსტატმა ასევე გამოაქვეყნა მონაცემები იმ მოსწავლეთა რიცხოვნობის შესახებ, რომლებიც 2023-2024 სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს სწავლობენ. იხილეთ ანგარიში

The post სკოლებში მოსწავლეთა და მასწავლებელთა რაოდენობა გაზრდილია – საქსტატი 2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისზე first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15227

Latest Images

Trending Articles


Sabotage / საბოტაჟი (ქართულად)


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


პეპი, ლუსი, ბომი და სხვა გოგონები / Pepi, Luci, Bom y otras chicas del montón...


ხმალი ქვაში / The Sword in the Stone (1963)


რამდენიმე ანეგდოტი სვანებზე


სამარხვო ნამცხვარი კაკაოთი



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>