Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

„სამართლიანობა, როგორც სამართლის პრინციპი“ – CIU-ში პროფესორ გიორგი ხუბუას საჯარო ლექცია გაიმართა

$
0
0

4 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის „კონსტიტუციური დემოკრატიის სამეცნიერო ინსტიტუტის“ ორგანიზებით, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, გიორგი ხუბუას საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: “სამართლიანობა, როგორც სამართლის პრინციპი”.

„სტუდენტებთან შეხვედრაზე შევეცადეთ სამართლიანობის რამდენიმე ძირითადი თეორიის მაგალითზე, პრაქტიკული შემთხვევები გაგვეანალიზებინა. ჩემი მიზანი იყო დაგვენახა, თუ რამდენად რთული და პრობლემატურია, თუნდაც ბანალურ და მარტივ სიტუაციებში, სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება. ერთადერთი და სამართლიანი გადაწყვეტილება არ არსებობს, არსებობს ერთდროულად რამდენიმე სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელთა შორის იურისტებს ყოველთვის უწევთ ერთ-ერთის არჩევა. ყველაფერი დამოკიდებულია არგუმენტაციაზე, რომელსაც იურისტი მიმართავს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ეს არგუმენტაცია იყოს მაქსიმალურად დამაჯერებელი, რომ მხარეებმა მიიღონ და აღიარონ ის, არა როგორც ერთადერთი სწორი და სამართლიანი, არამედ – ყველაზე სამართლიანი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი იურიდიული განათლების პროცესში არგუმენტაციის უნარ-ჩვევების განვითარება და ასევე, აუდიტორიასთან მნიშვნელოვანი გზავნილი იყო, რომ მნიშვნელოვანია სამართლიანობის თეორიის საფუძვლების არა მხოლოდ ცოდნა, არამედ მისი გამოყენება რეალურ ცხოვრებაში“, – განაცხადა გიორგი ხუბუამ.

საჯარო ლექცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტრეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, გიორგი ხატიძემ გახსნა, ლექციამ კი ინტერაქციული ფორმატით ჩაიარა, სადაც სტუდენტები დარგობრივი საკითხებით დაინტერესდნენ.

The post „სამართლიანობა, როგორც სამართლის პრინციპი“ – CIU-ში პროფესორ გიორგი ხუბუას საჯარო ლექცია გაიმართა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

Latest Images

Trending Articles


გისოსებს მიღმა... (სრულად)


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


სოკოს კუჭმაჭი


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


ფეხმდზიმობა


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


მარტოსულობის უპირატესობანი / The Perks of Being a Wallflower - ქართულად


ტაქსი / Taxi - ქართული ფილმი


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


Smallville / სმოლვილი (ქართულად)


ბნელი ნაკადი / Dark Feed (2013)


ორნი ქალაქში / Deux hommes dans la ville - ქართულად


ხმალი ქვაში / The Sword in the Stone (1963)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>