Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15215

ტესტის დავალებათა ნიმუშები გამოქვეყნდა საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის –რეგისტრაციის ვადები

$
0
0

უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის გამოცდა 1-ელ თებერვალს ჩატარდება.

გამოცდაში მონაწილეობის მიღება საქართველოს იმ მოქალაქეებს შეეძლებათ, რომლებიც სწავლობდნენ/სწავლობენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ იყვნენ ერთი სემესტრის განმავლობაში, არანაკლებ 75 დღისა).

რეგისტრაცია დაწყებულია და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, მსურველებს საშუალება ექნებათ 2023 წლის 14 დეკემბრის 10:00 საათიდან 2024 წლის 22 იანვრის 18:00 საათამდე მომართონ განცხადებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს რეგისტრაციის თაობაზე. სარეგისტრაციო განაცხადი ივსება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შენობაში (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ ცენტრში განცხადებების გადმოგზავნას მართვის ერთიანი ავტომატური სისტემის (eflow) გამოყენებით.

იხილეთ განაცხადის ფორმა და საბანკო რეკვიზიტები

გამოცდაში მონაწილეობის საფასური 100 ლარია.

გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას. ტესტირების ხანგრძლივობაა 2 საათი და 30 წუთი. ტესტი შედგება 45 არჩევითპასუხიანი (დახურული) დავალებისაგან (თითოეული ნაწილი 15 დავალებისგან). ყოველ დავალებაზე გაცემული სწორი პასუხი ფასდება 1, ხოლო არასწორი პასუხი – 0 ქულით.

გამოცდების ცენტრი ტესტირებაში მონაწილეთათვის ტესტის დავალებათა ნიმუშებსაც აქვეყნებს და მსურველებს მიუთითებს, რომ წარმოდგენილ ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან.

იხილეთ ზოგადი უნარების ტესტის დავალებათა ნიმუშები

The post ტესტის დავალებათა ნიმუშები გამოქვეყნდა საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის – რეგისტრაციის ვადები first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15215

Latest Images

Trending Articles


მწვავე დეციდუიტი


Toy Story That Time Forgot / სათამაშოების ისტორია: მივიწყებული ამბავი (ქართულად)


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


მაკარონის სალათი


ბრინჯის ბლინები ქიშმიშით


მარტორქას მოგზაურობა / Voyage of the Unicorn (2001)


1991 - 1992 წლების სეზონი


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


მაკარონის სალათი შემწვარი ხორცით


მოხარშული კრემი კარტოფილის ფქვილით


გისოსებს მიღმა... (სრულად)


კარცინომატოზი


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


ალკატრასი ქართულად / Alcatraz 2018



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>