Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15219

სკოლებსა და ბაღებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან იწყება –ვადები

$
0
0

საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილში ზამთრის არდადეგები სულ რამდენიმე დღეში იწყება. საჯარო საბავშვო ბაღებსა და სკოლებში 2023 წლის ბოლო სააღმზრდელო/სასწავლო დღე 29 დეკემბერია.

როგორც დღეს EDU.ARIS.GE-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დაუზუსტეს, მიმდინარე, 2023-2024 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყება და მომავალი წლის 14 იანვარს დასრულდება, შესაბამისად, საჯარო სკოლებში სწავლა 15 იანვრიდან უნდა განახლდეს.

რაც შეეხება კერძო სკოლებს, არდადეგების დაწყება დასრულების თარიღს ისინი ინდივიდუალურად განსაზღვრავენ.

ზამთრის არდადეგები იწყება საბავშვო ბაგა-ბაღებშიც. საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებიც, სკოლის მოსწავლეების მსგავსად, 30 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლის დაისვენებენ.

არდადეგებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, უქმე დღეებია გამოცხადებული ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის და 2024 წლის 3 იანვრიდან 5 იანვრის ჩათვლით დღეები მათთვის უქმედ განისაზღვრა.

ასევე იხილეთ:

„ძალიან მაღალია ალბათობა, სკოლაში შესულ 5-წლიან ბავშვებს სხვადასხვა პრობლემები ჰქონდეთ“ – რა საფრთხეებზე მიუთითებს დაჩი ნანობაშვილი

მოამზადა მზეო შველიძემ

The post სკოლებსა და ბაღებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან იწყება – ვადები first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15219

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


Love Sonia / სიყვარულით სონია (ქართულად)


მეგობარ ბიჭს(სანდრექსას)


- მარტო გადაკუზული (რაკამ)


რულეტი ჯემით


ბნელი ნაკადი / Dark Feed (2013)


ღმერთები და მეფეები / Exodus: Gods and Kings - ქართულად დუბლირებული


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


საშვილოსნოს ყელში ნაბოთის ცისტა


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


მოთამაშე / The Gambler - ქართულად დუბლირებული


სტაფილოს კექსი ( სამარხვო)


სამარხვო ნამცხვარი კაკაოთი



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>