Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15219

140-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრად SANGU-ში

$
0
0

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა 27 დეკემბერს თბილისის 140-ე საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა.

ისინი ქართულ უნივერსიტეტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა, კანცლერმა თამაზ ვაჩაძემ და საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა დავით გორგიაშვილმა მიიღეს. შეხვედრაზე ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა SANGU-ს და NKU-ს ერთობლივი საერთაშორისო ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის შესახებ მიაწოდა მათ ინფორმაცია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასწავლო და კომპიუტერული აუდიტორიები, საკონფერენციო და სატრენაჟორო დარბაზები, ბიბლიოთეკა და მათთვის სასურველი მიმართულებებისა თუ სასწავლო პროგრამების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ.

მოსწავლეები შეხვდნენ ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანს, პროფესორ ლევან ქისტაურს, რომელმაც მათ სასწავლო პროგრამები გააცნო; სამართლის პროგრამის კოორდინატორმა ქეთევან ხურცილავამ მოსწავლეებს სამართლის დარბაზში უმასპინძლა და იმ აქტივობებისა და იმიტირებული პროცესების შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, რომლებიც ამ დარბაზში დარგის ცნობილი და წამყვანი სპეციალისტების ჩართულობით იმართება; საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ელექტრონული რესურსების რეგულირების სამსახურის უფროსმა კახა რევაზიშვილმა მათთვის ჩაატარა ლექცია თემაზე – „პიროვნების მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის დაცვა“; საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი ანა ხუციშვილი კი მომავალ სტუდენტებს SANGU-ს საგამოცდო ცენტრის მუშაობის და საგამოცდო პროცესების შესახებ ესაუბრა.

შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა, SANGU-ს ფიზიკის ლაბორატორიაში, უნივერსიტეტის პროფესორის, მალხაზ შატბერაშვილის ხელმძღვანელობით ფიზიკის საინტერესო ექსპერიმენტებში მიიღეს მონაწილეობა.

The post 140-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრად SANGU-ში first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15219

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


Love Sonia / სიყვარულით სონია (ქართულად)


მეგობარ ბიჭს(სანდრექსას)


- მარტო გადაკუზული (რაკამ)


რულეტი ჯემით


ბნელი ნაკადი / Dark Feed (2013)


ღმერთები და მეფეები / Exodus: Gods and Kings - ქართულად დუბლირებული


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


საშვილოსნოს ყელში ნაბოთის ცისტა


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


ადექით, ბიჭებო / Stand Up Guys - ქართულად


სტაფილოს კექსი ( სამარხვო)


სამარხვო ნამცხვარი კაკაოთი



Latest Images