Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

ბესიკ ხარანაული: „რა კარგია, რომ გადის წელი, საჭიროა ახალი გულწრფელობის ხანა“

$
0
0

ბესიკ ხარანაული, 2023 წელი 

საჭიროა ახალი გულწრფელობის ხანა.

რა კარგია, რომ გადის დღე,
გადის კვირა,
გადის თვე…
რა კარგია, რომ გადის წელი.
ცხოვრება ისედაც მაგრადაა მიფურთხებული.
ჩაიბრუნე უკან შენი ნერწყვი:

საჭიროა ახალი გულწრფელობის ხანა!

ვინ უნდა ზიდოს დღე?
ვინ უნდა ზიდოს კვირა?
ვინ უნდა ზიდოს თვე?
ვინ უნდა ზიდოს წელი?
საჭიროა ახალი მზე, საჭიროა ახალი ზნე,
ახალი მთვარე, ახალი სამყარო…

საჭიროა ახალი გულწრფელობის ხანა!

წვიმაა და ივსება ჩექმები,
საიდანაც კაცი ამოვიდა და წავიდა უმისამართოდ,
რადგან მოსწყინდა ისეთ წინადადებებიან ქვეყანაში ყოფნა,
სადაც სიტყვებს მხოლოდ ყოყმანი აკავშირებს
და რომელიც ერთ ნედლ შეძახილსაც კი ვერ გაუძლებს,
რადგან წყლის პირას ღობავენ და წყლის პირას თესავენ
და წყალს მიაქვს ნერგებიც და იმისი სარებიც…

სმენა და ცქერა, სხვა რა დამრჩენია
და ცარიელი ხელების ჰაერში ტრიალი,
დროა, რომ დამთავრდეს.

საჭიროა ახალი გულწრფელობის ხანა.
ხალხი წავიდა –
იმდენიც კი აღარ არიან, რომ შეგხვდნენ და სალამი
გითხრან.
ეშმაკი კი სულ არის, რომ ადამიანი რამეს შეედაროს.

ფუი! – ჩემი ერთი ფურთხი დედამიწას არ დაამძიმებს!

თავისუფლებას მარტო მაშინ კი არ კარგავ,
როცა ვინმეს რაიმესა სთხოვ,
თავისუფლებას კარგავ, როცა ვინმეს რამეს ეკითხები.
შენზე არავინ იტყვის – თეთრია, შავია…
შენზე იტყვიან: – ის მღეროდა თავის ენაზე.

მე რომ თავისუფალი არ ვყოფილიყავი და იმდენი
სისულელე არ ჩამედინა, რა მეშველებოდა!
დროა რომ დამთავრდეს ცარიელი ხელების ჰაერში ტრიალი,

საჭიროა ახალი გულწრფელობის ხანა.

რა კარგია, რომ გადის დღე,
გადის კვირა,
გადის თვე…
რა კარგია, რომ გადის წელი.

საჭიროა ახალი გულწრფელობის ხანა.

The post ბესიკ ხარანაული: „რა კარგია, რომ გადის წელი, საჭიროა ახალი გულწრფელობის ხანა“ first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ალკატრასი ქართულად / Alcatraz 2018


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


A Dog of Flanders / ფლამანდური ძაღლი (ქართულად)


ანნა ფრიტცის გვამი / El cadáver de Anna Fritz / Труп Анны Фритц (2015) - რუსულად


რამდენიმე ანეგდოტი სვანებზე


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


მასწავლებელთა პროფესიული უნარების გამოცდის ტეტსტები და პასუხები


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


კრიდი: როკის მემკვიდრეობა / Creed - ქართულად დუბლირებული


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


პეპი, ლუსი, ბომი და სხვა გოგონები / Pepi, Luci, Bom y otras chicas del montón...


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


Saw V / ხერხი 5 - ქართულად დუბლირებული


ნამცხვარი ”სინაზე”



Latest Images