Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

რა რეკომენდაციები უნდა დაიცვან სწავლის დაწყების შემდეგ სკოლებმა, მოსწავლეებმა და მშობლებმა –ინფექციონისტი გირჩევთ

$
0
0

„საქართველოში გრიპის ვირუსის რამდენიმე სახეობა ცირკულირებს. ყველაზე ხშირია ა გრიპის 2 სეროტიპი: H1 და H3, რომლებიც იმ რესპირაციული დაავადებების გამომწვევია, რაც ახლაა გავრცელებული“, – ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ისთან საუბრისას ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.

როგორც თავად აღნიშნა, არსებობს ვირუსის რაოდენობის გაზრდის რისკები, მაგრამ თვლის, რომ 15 იანვარს, საჯარო სკოლებსა და ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის განახლება, რთულ ვითარებამდე არ მიგვიყვანს.

„ბავშვთა კოლექტივში თავშეყრის ადგილები ვირუსის გამრავლების რისკებს გაზრდის. ჩვენთვის სასწავლო პროცესის დაწყება გამოწვევაა და მნიშვნელოვანია დავიცვათ რეკომენდაციები. თუმცა, არ მგონია ისეთ რიცხვებამდე მივიდეთ, რომ სერიოზული პრობლემა შეიქმნას“, – ამბობს გოგინავა.

EDU.ARIS.GE-მ სპეციალისტს სთხოვა, სკოლების, მოსწავლეთა მშობლებისა და მოსწავლეებისთვის რეკომენდაციები მიეცა:

რეკომენდაციები სკოლებს:

„სკოლებისთვის რეკომენდაციაა ის, რომ დაიცვან ჰიგიენური ნორმები, ხშირად განიავდეს სივრცეები, ადგილზე იყოს პასუხისმგებელი სამედიცინო პირი (სკოლის ექიმი), რომელიც თუ საჭიროა, შეაფასებს ბავშვის მდგომარეობას და მოახდენს შესაბამის რეაგირებას. აგრეთვე, აუცილებელია სველი წერტილების მოწესრიგება“.

რეკომენდაციები მშობლებს:

„თუ ბავშვებს აქვთ სიმპტომები: ხველა, ყელის ტკივილი, სურდო, ტემპერატურის მატება არ გაუშვან ბავშვები სკოლასა თუ ბაღში, რადგან არ შეუწყონ ხელი დაავადების გაზრდას“.

რეკომენდაციები ბავშვებს/მოსწავლეებს:

„6 წლამდე ბავშვებში მშობლების, პედაგოგების, სკოლის პერსონალის როლი უნდა იყოს დიდი, რათა დაიცვან ჰიგიენური ნორმები. მოზრდილ ასაკში კი ხელების ხშირი დაბანა და დახურული სივრცეების განიავება შეამცირებს ვირუსის გადადების რისკებს. აგრეთვე აუცილებელია, მოსწავლემ სიმპტომების შემთხვევაში დროულად უთხრას პედაგოგს ან მშობელს, რათა მალევე მოხდეს მისი იზოლაცია“.

როგორც ინფექციონისტი EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, გავრცელებული ვირუსების საინკუბაციო პერიოდი 5 დღეა და ალექსანდრე გოგინავას რეკომენდაცია დაავადებულთათვისაც აქვს:

„პაციენტი სიმპტომების დაწყებიდან 5 დღის განმავლობაში იზოლირებული უნდა იყოს და არ ჰქონდეს ხალხთან კომუნიკაცია. ამ გზით ვირუსის სწრაფ გავრცელებას კიდევ უფრო მეტად შევუშლით ხელს“.

სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის რეკომენდაციების მიღების მიზნით, ჩვენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსაც მივმართეთ. გვაინტერესებდა, როგორია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები სკოლებისთვის (მათ შორის სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით) მაშინ, როცა ქვეყანაში მომატებულია გრიპისა და COVID ვირუსების გავრცელების შემთხვევები. NCDC-ის პასუხი მოსალოდნელზე მოკლე აღმოჩნდა: „კლინიცისტს დაურეკეთ“.

ზამთრის არდადეგების შემდეგ, სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი 15 იანვარს უნდა განახლდეს.

ასევე იხილეთ:

როგორ იმუშავა 2023 წელს დეკრეტული შვებულების დაფინანსების ახალმა სისტემამ სკოლებში – „თითქოს საკუთარი ჯიბიდან გასცემენ“

მოამზადა ხატია გლოველმა

The post რა რეკომენდაციები უნდა დაიცვან სწავლის დაწყების შემდეგ სკოლებმა, მოსწავლეებმა და მშობლებმა – ინფექციონისტი გირჩევთ first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

Latest Images

Trending Articles


გისოსებს მიღმა... (სრულად)


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


მარტოსულობის უპირატესობანი / The Perks of Being a Wallflower - ქართულად


ტაქსი / Taxi - ქართული ფილმი


- მარტო გადაკუზული (რაკამ)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>