Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15227

„იმისთვის რომ მოგისმინონ, უნდა თქვათ!“ –მასწავლებლებმა „განათლების დამცველთა ასოციაცია“ დააფუძნეს

$
0
0

საზოგადოებისთვის კარგად ცნობილმა პედაგოგებმა და სკოლის დირექტორთა კონკურსის მონაწილეებმა, დავით ფერაძემ და მაია ეკალაძემ „განათლების დამცველთა ასოციაცია“ დააფუძნეს.

ასოციაციის პრეზენტაციაც დღეს, 12 დეკემბერს გაიმართა, სადაც ორგანიზაციის წევრები შეკრებილ საზოგადოებას ასოციაციის მიზნების შესახებ ესაუბრნენ.

ორგანიზაციის მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე მაია ეკალაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრიორიტეტი იქნება სკოლა, მოსწავლე და მასწავლებელი.

„ამ ორგანიზაციის შექმნის მიზანი სასკოლო პრობლემების აქტუალიზაციაა. აგრეთვე ის, რომ მოსწავლემ, მასწავლებელმა და მშობელმა დაიცვას საკუთარი უფლებები. ბოლო 2 თვის განმავლობაში ვიბრძვით და შედეგსაც ვაღწევთ. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად ვსაუბრობთ დირექტორების კონკურსზე, პრობლემა მხოლოდ ეს არ არის. ამიტომაც, ამ „ალტერნატიული სამინისტროს“ დახმარებით ვცდილობთ ამილახვარის სისტემას ვანახოთ დაშვებული შეცდომები“, – ამბობს ეკალაძე.

მისივე თქმით, საჭიროა მასწავლებლებმა უსამართლობის წინააღმდეგ ხმა ამოიღონ, რათა სისტემაში არსებული პრობლემები მოგვარდეს.

„ჩვენ რაც ვთქვით, იმან გარკვეული შედეგი მოიტანა და ე.ი. გვისმენენ. დიახ, დემოკრატიულ სამყაროში უნდა მოუსმინონ ადამიანების ხმას. იმისთვის, რომ მოგისმინონ უნდა თქვათ! ამიტომ, მოვუწოდებ მშობლებს, მოსწავლეებს, მასწავლებლებს – ისაუბრეთ პრობლემებზე, სამყარო ჩალით დახურული არ არის. „შიში ვერ იხსნის სიკვდილსა ცუდია დაღრეჯილობა“ – გვახსოვდეს ეს, რათა მომავალში მაინც დავიცვათ სხვების უფლებები“, – ამბობს ეკალაძე.

როგორც დავით ფერაძემ აღნიშნა, თავდაპირველად 2013 წელს შეიქმნა „პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი“, სადაც 150 ადამიანი იყო გაწვერიანებული და განათლების სისტემის პრობლემებზე ყველა ხელისუფლებისა თუ განათლების მინისტრების პერიოდში საუბრობდნენ, რაც ახლა ახალი ორგანიზაციის ეგიდით გაგრძელდება:

„განათლების მაშინდელმა მინისტრმა თამარ სანიკიძემ, ეს საზოგადოება დაშალა. ხშირად მარტო მიწევდა ხმის ამოღება და პრობლემებთან გამკლავება. ახლა აღნიშნული საბჭო გარდაიქმნა, როგორც განათლების დამცველთა საზოგადოება“, – აღნიშნა ფერაძემ.

ასოციაციაში გაწევრიანება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. მისი ვიცე პრეზიდენტი კი საჯარო სკოლის პედაგოგი, მაია რურუა იქნება.

The post „იმისთვის რომ მოგისმინონ, უნდა თქვათ!“ – მასწავლებლებმა „განათლების დამცველთა ასოციაცია“ დააფუძნეს first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15227

Latest Images

Trending Articles


„თქვენ გამორჩეული თაობა ხართ!“ –ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვა სკოლის...


ჯეიმსი / Jamesy Boy / Джеймси (2014)


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


ყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკი და მისი თავგადასავალი მსოფლიო ომში


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


კახა დოლიძე - ერთი შემოდგომის, ერთმა მოგონებამ


Siberian Education / ციმბირული აღზრდა - ქართულად დუბლირებული


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


თირკმელი


ასეტრინა მარინადში


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


My Cousin Vinny / ჩემი ბიძაშვილი ვინი (ქართულად)


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


ბინძური ჰარი /Dirty Harry - ქართულად



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>