Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15228

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სერგო ფარაჯანოვის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენცია „ზღვრების გადაკვეთა“ გაიმართება

$
0
0

16-18 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის უმაღლესი კვლევების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება სერგო ფარაჯანოვის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია „ზღვრების გადაკვეთა”.

კონფერენციაზე კინოსა და კულტურის ქართველი და საერთაშორისო სპეციალისტები – ჯეიმს სტეფენი, პატრიკ კაზალი, თეო ხატიაშვილი, ქეთი შავგულიძე, ვერონიკა ჟურავლიოვა, გიორგი მაისურაძე, ნიკოლოზ ნადირაშვილი, ოლგა ბრიუხოვეცკა, გოგი გვახარია, ზაალ ანდრონიკაშვილი, გიგა ზედანია – განიხილავენ ფარაჯანოვის შემოქმედების სხვადასხვა ასპექტს, რათა უკეთ გამოკვეთონ მისი ხელოვნების უნიკალური ფორმა, რომელიც თავის მომაჯადოებელ ხასიათს დღემდე ინარჩუნებს.

საზღვრების გადალახვა და წითელი ხაზების გადაკვეთა სერგო ფარაჯანოვის ცხოვრებისა და ხელოვნების საერთო მახასიათებელია. ის თავად იყო განსხვავებული იდენტობებისა და მიკუთვნებულობების გადაკვეთაზე – თბილისში დაბადებული ეთნიკური სომეხი, რომელმაც თავისი პირველი მნიშვნელოვანი ფილმი უკრაინაში, უკრაინული ფოლკლორის მოტივებზე გადაიღო. მისი დანარჩენი სამი მნიშვნელოვანი სრულმეტრაჟიანი ფილმიდან ერთი ეძღვნება საიათნოვას, სამენოვან თბილისელ სომეხ პოეტს, მეორე წარმოადგენს ქართული ლიტერატურულად დამუშავებული ლეგენდის თავისებურ ეკრანიზაციას, ხოლო მესამე – თურქული ლეგენდის გადააზრებას.

პოსტსტალინურ საბჭოთა კავშირში მისი სოციალური ქცევის სკანდალური ნონკონფორმიზმი და კინოხელოვნების სრულიად განუმეორებელი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალური სტილი, აგებული კოლაჟისა თუ tableu vivant-ის (‘ცოცხალი სურათის’) ესთეტიკაზე, წარმოადგენდა ასაფეთქებელ ნაზავს, რომელმაც მძიმე დაღი დაასვა დიდი რეჟისორის ცხოვრებას, მაგრამ მისი ფილმები გლობალური მნიშვნელობის ნაწარმოებებად აქცია.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური(უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი)
16 იანვარი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 უდიტორია, გ. წერეთლის N1
17-18 იანვარი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორია, გიორგი წერეთლის N3
დასწრება თავისუფალია.

The post ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სერგო ფარაჯანოვის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენცია „ზღვრების გადაკვეთა“ გაიმართება first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15228

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


ასეტრინა მარინადში


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


კახა დოლიძე - ერთი შემოდგომის, ერთმა მოგონებამ


Siberian Education / ციმბირული აღზრდა - ქართულად დუბლირებული


ვეფხვის სახლი / Tiger house / Дом тигра (2015) - რუსულად


- მარტო გადაკუზული (რაკამ)


New Girl / ახალი გოგო (ქართულად)


ჭარხლის სალათი ჩირით და ნიგვზით


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


ყოფილი პროკურორი გელა მახარაძე ბათუმში კვარტალის გაშენებას გეგმავს


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


უცხოსთან სექსი პრეზერვატივის გარეშე.


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


გასეირნება ყარაბაღში 2 - კონფლიქტის ზონა / A Trip to Karabakh 2 - ქართულად


ხმალი ქვაში / The Sword in the Stone (1963)


რამდენიმე ანეგდოტი სვანებზე



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>