Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

რა საჭიროებებისთვის ითხოვს თელავის უნივერსიტეტი თითქმის შვიდ მილიონ ლარს

$
0
0

საქართველოს პარლამენტის მიერ ჩატარებული თემატური მოკვლევით დადგინდა, რომ ჯამურად, საქართველოს რეგიონებში არსებული საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სათანადოდ აღჭურვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის საჭიროა – 33 605 000 ლარი. თანხის გამოყოფისა და შესაბამისი პროექტების განხორციელების ვადა კი სამი წელია –  2024-2026. პარლამენტის რეკომენდაციის ადრესატები საქართველოს ფინანსთა და განათლების სამინისტროები არიან.

ის საჭიროებები და სავარაუდო ან უკვე დაზუსტებული თანხების ოდენობები კი, რომლებითაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტმა ზემოაღნიშნული თანხა დაითვალა, საპარლამენტო კომიტეტს თავად რეგიონის უნივერსიტეტებმა მიაწოდეს. მათ შორის იყო იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელსაც უნივერსიტეტში არსებული გამოწვევების გადაჭრისთვის, 6 მილიონ 677 000 ლარი სჭირდება.

EDU.ARIS.GE საქართველოს რეგიონებში მდებარე საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წინაშე არსებული გამოწვევების განსაზღვრისა და მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავების შესახებ მომზადებული თემატური მოკვლევის დეტალურ ანგარიშს გაეცნო, სადაც ვკითხულობთ, რომ მოკვლევის ფარგლებში გამოკვეთილი პრობლემებიდან თელავის უნივერსიტეტი ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს სტუდენტური საერთო საცხოვრებლის აღდგენას და 130 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაციისა და აღჭურვისთვის 4 მილიონ ლარს ითხოვს. უნივერსიტეტს მოკვლევის ავტორთათვის ხარჯთაღრიცხვა მიწოდებული არ აქვს, თუმცა განმარტავს, რომ გამოსაცვლელია სისტემები და აღჭურვა თანამედროვე სტანდარტებით უნდა განხორციელდეს.

გარდა ამისა, მოკვლევით გამოიკვეთა კიდევ რამდენიმე საჭიროება, რომელთა მოგვარებისთვის აუცილებელი თანხები უნივერსიტეტმა ასე წარმოადგინა (ამ შემთხვევაშიც კონკრეტული ანგარიშგების გარეშე):

  • მოწვეული პროფესორების განთავსებისთვის საცხოვრებლის რეაბილიტაცია – 500 000 ლარი
  • სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიების აღჭურვა საჭირო ინვენტარითა და დანადგარებით – 777. 000 ლარი
  • ვეტერინარული კლინიკა (1. შენობის რეაბილიტაცია; 2. ინვენტარითა და დანადგარებით აღჭურვა) – 400 000 ლარი
  • სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია (1. სპორტული დარბაზი; 2. საცურაო აუზი; 3. გარე სპორტული მოედნები – სავარაუდო თანხა: 1 000 000 ლარი.

საცურაო აუზის გარდა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ობიექტი ფუნქციურია, თუმცა “მნიშვნელოვან განახლებას საჭიროებს”.

შეჯამებაში მოკვლევის ავტორები წერენ: “იაკობ გოგებაშვილის სახ. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს რეგიონის განვითარებაში. ის ერთადერთი უნივერსიტეტია კახეთის რეგიონში და მას უდიდესი მისია აკისრია. კახეთის რეგიონი, რომელიც მდიდარია, თავისი ისტორიითა და კულტურით, რეგიონი, რომელიც ცნობილია არაერთი მნიშვნელოვანი დარგით, იმსახურებს სათანადოდ აღჭურვილ უნივერსიტეტსა და მომზადებულ აკადემიურ პერსონალს, რათა უდიდესი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში. ამ მიზნით, მოკვლევის ფარგლებში გამოკვეთილი გარემოებები, დროულ რეაგირებასა და მხარდაჭერას საჭიროებს”.

თემატური მოკვლევისას განათლების კომიტეტმა სულ 6 სუბიექტისგან მიიღო ინფორმაცია. კერძოდ, საკუთარი საჭიროებების შესახებ მოკვლევის ჯგუფს ინფორმაცია მიაწოდეს: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.

ასევე იხილეთ:

რა არსებითი გამოწვევები აქვს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს – განათლების კომიტეტის რეკომენდაციები და საჭირო თანხის ოდენობა

The post რა საჭიროებებისთვის ითხოვს თელავის უნივერსიტეტი თითქმის შვიდ მილიონ ლარს first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

Latest Images

Trending Articles


გისოსებს მიღმა... (სრულად)


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


სოკოს კუჭმაჭი


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


ფეხმდზიმობა


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


მარტოსულობის უპირატესობანი / The Perks of Being a Wallflower - ქართულად


ტაქსი / Taxi - ქართული ფილმი


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


Smallville / სმოლვილი (ქართულად)


ბნელი ნაკადი / Dark Feed (2013)


ორნი ქალაქში / Deux hommes dans la ville - ქართულად


ხმალი ქვაში / The Sword in the Stone (1963)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>